16 მაშინ ასე მოგექცევით: დაგცემთ შიშის ზარს, შეგყრით ჭლექსა+ და ციებ-ცხელებას, თვალებს დაგიბრმავებთ+ და სულებს დაგიძაბუნებთ.+ ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მტერი შეგიჭამთ.+
15 თუ არ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, და გულდასმით არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, თავს დაგატყდება და გეწევა ყველა ეს წყევლა:+
15 როგორც ყველა სასიკეთო სიტყვა შეგისრულდათ, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ,+ ისე ყველა წყევლის სიტყვას აგიხდენთ იეჰოვა, სანამ არ მოგსპობთ ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ,+