21 აი, ეგვიპტის,+ ამ გადატეხილი ლერწმის+ მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,+ ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული.
31ვაი მათ, ვინც ეგვიპტეში ჩადის დახმარების სათხოვნელად+ და ცხენების იმედი აქვს,+ მრავალრიცხოვან საბრძოლო ეტლებზე+ და ძლიერ ცხენებზე ამყარებს იმედს და არ ენდობა ისრაელის წმინდას, არ ეძებს იეჰოვას.+
3 ეგვიპტელები ადამიანები არიან+ და არა ღმერთი; მათი ცხენები ხორცია+ და არა სული. იეჰოვა გაიწვდის ხელს და წაბორძიკდება დახმარების შემთავაზებელი და დაეცემა ის,+ ვისაც ეხმარება იგი; მათ ერთდროულად მოეღებათ ბოლო.
11 მოვა ის და დაჰკრავს ეგვიპტის მიწას.+ სასიკვდილო ჭირი მას, ვინც სასიკვდილო ჭირისთვისაა; ტყვეობა მას, ვინც ტყვეობისთვისაა; მახვილი მას, ვინც მახვილისთვისაა.+