9 გამოსახულების ყველა შემქმნელი არარაობაა,+ ფუჭი იქნება მათი სასურველი კერპები.+ მათი მოწმეები არიან და ვერაფერს ხედავენ, არც არაფერი იციან,+ რათა შერცხვნენ.+
5 კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ვერ ლაპარაკობენ.+ დაატარებენ მათ, რადგან ნაბიჯს ვერ დგამენ.+ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არ შეუძლიათ უბედურების მოტანა, მით უმეტეს — კარგის კეთება“.+
18 რა სარგებლობა აქვს გამოსახულებას,+ ის ხომ მისი შემქმნელის გამოთლილია?! რა სარგებლობა აქვს ქანდაკებას და სიცრუის მასწავლებელს,+ მისი შემქმნელი ხომ ისეა მასზე მინდობილი,+ რომ არაფრის მაქნის და უტყვ ღმერთებს აკეთებს?!+