საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესაია 51:3
    ბიბლია
    • 3 იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+ ანუგეშებს ყველა მის განადგურებულ ადგილს,+ მის უდაბნოს დაამსგავსებს ედემს+ და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+ სიხარული და მხიარულება იქნება იქ, სამადლობელი და სიმღერის ხმა.+

  • ესაია 56:7
    ბიბლია
    • 7 მოვიყვან ჩემს წმინდა მთაზე+ და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში.+ მათი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი+ და მათი მსხვერპლი+ მისაღები იქნება ჩემს სამსხვერპლოზე.+ ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“.+

  • ესაია 57:13
    ბიბლია
    • 13 როცა შველას ითხოვ, ვერ დაგიხსნის შენი შეგროვებული ნივთები,+ ქარი წაიღებს ყველაფერს.+ ამონასუნთქი წაიღებს მათ, ხოლო ვინც მე შემაფარებს თავს,+ ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმინდა მთას დაეუფლება.+

  • ესაია 65:25
    ბიბლია
    • 25 მგელი+ და ბატკანი ერთად შეჭამენ+ და ლომი ხარივით შეჭამს ბზეს,+ გველს კი საჭმელად მტვერი ექნება.+ არაფერს დააზიანებენ+ და არაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე“,+ — ამბობს იეჰოვა.

  • ეზეკიელი 20:40
    ბიბლია
    • 40 რადგან ჩემს წმინდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — იქ, იმ მიწაზე მემსახურება ისრაელის მთელი სახლი უკლებლივ.+ იქ მოგიწონებთ თქვენ, იქ მოვითხოვ თქვენს შესაწირავებსა და ძღვნად მოტანილ პირველ ნაყოფებს — ყველა თქვენს წმინდა ძღვენს.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება