2 «თქვით ეს ხალხებში და გამოაცხადეთ,+ ნიშანი აღმართეთ,+ გამოაცხადეთ, არაფერი დამალოთ, თქვით: „დაპყრობილია ბაბილონი,+ შერცხვენილია ბელი*,+ შეძრწუნებულია მეროდაქი, შერცხვენილია მისი ქანდაკებები,+ შეძრწუნებულია მისი ნეხვიანი კერპები“.
12 ნიშანი აღმართეთ+ ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა,+ დააყენეთ გუშაგები, მზად გყავდეთ ჩასაფრებულები,+ რადგან განიზრახა იეჰოვამ და შეასრულებს იმას, რაც წარმოთქვა ბაბილონელებზე“.+
27 „აღმართეთ ნიშანი მიწაზე,+ ჩაჰბერეთ საყვირს ხალხთა შორის. გაამზადეთ*+ მის წინააღმდეგ ხალხები. მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის,+ მინისა და აშქენაზის+ სამეფოებს. მის წინააღმდეგ დააყენეთ ჯარის შემკრები. გამოიყვანეთ ცხენები+ ბუსუსებიანი კალიებივით.