14 მითხრა იეჰოვამ: «სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველები ჩემი სახელით.+ მე არ გამიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც კი დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას, ფუჭ სიტყვებსა+ და თავიანთი გულის მზაკვრობას გადმოგცემენ, როგორც წინასწარმეტყველებას.+
15 კვლავ უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია+ წინასწარმეტყველს: «მისმინე, ხანანია! იეჰოვას არ გამოუგზავნიხარ, შენ თვითონ აიმედებ ამ ხალხს სიცრუით.+
21 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაასეიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში ჩავყრი მათ და ის თქვენ თვალწინ დახოცავს მათ.+