11 იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს,+ რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან,+ ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+
10 იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან+ და სიხარულის ყიჟინით მივლენ სიონში.+ მათ თავზე იქნება მარადიული მხიარულება.+ სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან, მწუხარება და ოხვრა კი გაქრება.+
14 თავს გაპოვნინებთ,+ — ამბობს იეჰოვა, — შევკრებ თქვენს ტყვეებს და გამოგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ,+ — ამბობს იეჰოვა. — დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“.+
8 აი, გამომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან+ და შევკრებ მათ დედამიწის კიდეებიდან.+ მათ შორის იქნებიან ბრმა და კოჭლი, ორსული და მშობიარე — ყველანი ერთად.+ დიდ კრებულად დაბრუნდებიან აქ.+