15 იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით უგზავნიდა მათ თავის მაცნეებს+ და აფრთხილებდა მათი პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი+ და თავისი სამყოფელი.+
13 რაკი თქვენ აკეთებდით ამ ყოველივეს, — ამბობს იეჰოვა, — გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით,+ თქვენ კი არ მისმენდით,+ გეძახდით, თქვენ კი არ მპასუხობდით,+
10 ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს ჩემს სიტყვებს,+ რომელიც თავისი ჯიუტი გულით დადის+ და სხვა ღმერთებს დაჰყვება, რათა ემსახუროს მათ და ემხობოდეს მათ წინაშე,+ ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება“.