საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2 მეფეები 17:13
    ბიბლია
    • 13 აფრთხილებდა+ იეჰოვა ისრაელსა+ და იუდას+ თავის წინასწარმეტყველთა+ და წინასწარმხილველთა+ პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზები,+ დაიცავით ჩემი მცნებები+ და წესები+ იმ კანონის მიხედვით,+ თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე,+ და რაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით გადმოგეცით“.+

  • ესაია 55:7
    ბიბლია
    • 7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები.+ დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას,+ ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+

  • იერემია 18:11
    ბიბლია
    • 11 ახლა უთხარი იუდეველებსა და იერუსალიმის მკვიდრებს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „უბედურებას გიმზადებთ და ცუდს ვიზრახავ თქვენ წინააღმდეგ.+ მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“»+

  • იერემია 35:15
    ბიბლია
    • 15 გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს,+ ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით მათ და გეუბნებოდით: მობრუნდით-მეთქი თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან+ და გამოასწორეთ თქვენი საქმეები,+ ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროთ მათ.+ იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+ მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ მომისმინეთ.+

  • ეზეკიელი 18:30
    ბიბლია
    • 30 ამიტომ, თითოეულს თქვენი გზისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — მობრუნდით, მიატოვეთ თქვენი ცოდვები,+ არაფერი გექცეთ დაბრკოლების ლოდად, დანაშაულის მიზეზად.+

  • ეზეკიელი 33:11
    ბიბლია
    • 11 უთხარი მათ: „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს,+ არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი+ თავისი გზიდან და იცოცხლოს.+ მობრუნდით, მობრუნდით, თქვენი ბოროტი გზებიდან!+ რატომ უნდა დაიღუპო, ისრაელის სახლო?!“+

  • იონა 3:8
    ბიბლია
    • 8 ჯვალო ატაროს ყველამ, კაცმაც და შინაურმა ცხოველმაც. მთელი ძალით მოუხმონ ღმერთს და მიატოვოს+ თითოეულმა თავისი ბოროტი გზა და ძალადობა, რასაც მათი ხელები სჩადიოდნენ.

  • ზაქარია 1:4
    ბიბლია
    • 4 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამებს,+ რომელთაც ჯერ კიდევ წინათ მოუწოდებდნენ წინასწარმეტყველნი,+ აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მობრუნდითო თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი საქმეებიდან.+

      მათ კი არ მისმინეს და ყური არ დამიგდეს,+ — ამბობს იეჰოვა.

  • მალაქია 3:7
    ბიბლია
    • 7 თქვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ.+ დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.

      თქვენ ამბობთ: როგორ დავბრუნდეთო?“

  • 2 პეტრე 3:9
    ბიბლია
    • 9 იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება