10 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ვგზავნი და წამოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ჩემს მსახურს,+ და ტახტს დავუდგამ სწორედ ამ ქვებზე, მე რომ დავმალე, და გაშლის მათზე თავის დიდებულ კარავს.
18 «კაცის ძეო, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ დიდი საქმე შეასრულებინა თავის ჯარს ტვიროსის+ საუბედუროდ. ყველა თავი გამელოტდა და ყველა მხარი გადაიყვლიფა,+ მაგრამ არც მას და არც მის ჯარს გასამრჯელო+ არ მიუღია ტვიროსისგან იმ საქმისთვის, რომელიც მან მის საუბედუროდ შეასრულა.