33ვაი შენ, მძარცველო, თავად რომ არ გაძარცვულხარ, და ვერაგო, ვერაგულად რომ არავინ მოგქცევია!+ როგორც კი დაასრულებ ძარცვას, თავადაც გაიძარცვები.+ როგორც კი დაასრულებ ვერაგულად მოქცევას, შენც ვერაგულად მოგექცევიან.+
25 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე,+ რომლებიც უგულებელგყოფენ,+ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს.+ ისინი ჭამენ იაკობს,+ ჭამენ და მუსრავენ მას;+ აპარტახებენ მის საცხოვრებელს.+
12 „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ+ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო, ასევე ქალდეველთა მიწას,+ და მარადიულად გავაპარტახებ.+
29 მოუხმეთ მშვილდოსნებს ბაბილონის წინააღმდეგ, ყველას, მშვილდის მომზიდველს.+ დაბანაკდით მის გარშემო, ნურავინ დააღწევს თავს იქიდან!+ მიუზღეთ მას მისი ნამოქმედარისამებრ,+ მისი საქმეებისამებრ მოექეცით,+ რადგან იეჰოვას, ისრაელის წმინდას გაუკადნიერდა.+