3 თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან დაგიჭერენ და მის ხელში ჩაგაგდებენ.+ საკუთარი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს,+ პირისპირ დაელაპარაკები მას და ბაბილონში მიხვალ.
17 მეფე ციდკიამ მოაყვანინა ის და თავისი სასახლის სამალავში გამოკითხვა დაუწყო.+ ჰკითხა: „არის სიტყვა იეჰოვასგან?“ იერემიამ მიუგო: „არის!“ და უთხრა: „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“+
18 მაგრამ თუ არ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, ეს ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდება ხელში, ისინი გადაწვავენ+ მას და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან“.+
5 დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი+ და დაეწია ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე.+ აიყვანეს ის და მიჰგვარეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის მიწაზე,+ რომ მას განაჩენი გამოეტანა მისთვის.+
13 გავშლი თავკაცზე ჩემს ბადეს,+ გაებმება ის ჩემს სანადირო ბადეში და წავიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა მიწაზე,+ მაგრამ ის ვერ დაინახავს მას და იქ მოკვდება.+