18 «მესმის, როგორ გლოვობს თავის თავს ეფრემი:+ „შენ გამომასწორე,+ როგორც გაუწვრთნელი ხბო,+ რათა გამოვსწორებულიყავი. დამაბრუნე და მეც დავბრუნდები,+ რადგან შენა ხარ იეჰოვა, ჩემი ღმერთი.+
5 მერე დაბრუნდებიან ისრაელის ძეები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ და დავითს, თავიანთ მეფეს.+ თრთოლით მივლენ იეჰოვასა+ და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში.+
9 ცეცხლში გავატარებ მესამე ნაწილს და განვწმენდ მათ,+ როგორც ვერცხლს,+ და შევამოწმებ, როგორც ოქროს.+ ის მოუხმობს ჩემს სახელს და მეც ვუპასუხებ;+ ვიტყვი, ეს ჩემი ხალხია-მეთქი,+ ის კი იტყვის, იეჰოვააო ჩემი ღმერთი“.+