26 მან თქვა: „თუ გულისყურით მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, დაუგდებ ყურს მის მცნებებს და დაიცავ მის წესებს,+ არ შეგყრი არც ერთ სენს, რომლებიც ეგვიპტელებს შევყარე,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, შენი განმკურნებელი“.+
3 მოისმინე, ისრაელო, და გულდასმით შეასრულე ისინი,+ რათა ხელი მოგემართოს+ და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა აღგითქვა.+
4 თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე ეგვიპტის მიწიდან,+ რკინის ღუმლიდან,+ მათი გამოყვანის დღეს: დაემორჩილეთ-მეთქი ჩემს ხმას, ყველაფერი ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთეთ;+ თქვენ იქნებით ჩემი ხალხი და მეც ვიქნები თქვენი ღმერთი+