საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2 მატიანე 36:16
    ბიბლია
    • 16 მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის მაცნეებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ+ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე იეჰოვას რისხვა+ არ აღიგზნო მის ხალხზე, როცა უკვე შეუძლებელი იყო მათი განკურნება.+

  • ნეემია 9:33
    ბიბლია
    • 33 შენ მართალი+ ხარ ყველაფერში, რაც კი დაგვემართა, რადგან შენ ერთგულად+ მოიქეცი, ჩვენ კი — ბოროტად.+

  • იერემია 30:14
    ბიბლია
    • 14 ყველა შენმა საყვარელმა დაგივიწყა,+ აღარ გეძებენ. მტერივით დაგკარი,+ სასტიკივით დაგსაჯე+ შენი მრავალი დანაშაულის გამო;+ გაგიმრავლდა ცოდვები.+

  • გოდება 1:18
    ბიბლია
    • 18 მართალია იეჰოვა,+ რადგან ვეურჩე მის ბაგეს.+

      მისმინეთ, ხალხებო, და იხილეთ ჩემი ტკივილი!

      ტყვედ მიჰყავთ ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები.+

  • ეზეკიელი 8:17
    ბიბლია
    • 17 მითხრა მან: „ხედავ ამას, კაცის ძეო?! განა ცოტაა იუდას სახლისთვის იმ სისაძაგლეების კეთება, რასაც აქ სჩადიან, რომ უნდათ, მიწაც ძალადობით აავსონ+ და კვლავაც შეურაცხმყონ?! აი, ჩემს ცხვირთან მოაქვთ ყლორტი.

  • დანიელი 9:7
    ბიბლია
    • 7 იეჰოვა, შენია სიმართლე, ჩვენ კი დღეს სირცხვილით გვაქვს დაფარული სახე+ — იუდეველებს, იერუსალიმის მკვიდრებს, ყველა ისრაელს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ გაფანტე ისინი, რადგან გიორგულეს.+

  • დანიელი 9:16
    ბიბლია
    • 16 იეჰოვა, გთხოვ, მთელი შენი სიმართლისამებრ+ აარიდე შენი რისხვა და მრისხანება იერუსალიმს, შენს ქალაქს, შენს წმინდა მთას,+ რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულის გამო+ იერუსალიმი და შენი ხალხი გარშემომყოფთა შეურაცხსაყოფი გახდა.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება