6 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ.+ არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
5 ამ ქალაქში დაგროვილ მთელ ქონებას, მთელ შრომის ნაყოფს, მთელ ძვირფასეულობასა და იუდას მეფეების მთელ განძეულობას მათ მტრებს ჩავუგდებ ხელში.+ დაიტაცებენ ამ ყველაფერს, აიღებენ და ბაბილონში წაიღებენ.+
17 იეჰოვას სახლის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის ზღვა,+ რომელიც იეჰოვას სახლში იყო, ქალდეველებმა დაამტვრიეს და მთელი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+
19 წაიღო მცველთა უფროსმა+ ხალასი ოქროსა+ და ხალასი ვერცხლისგან+ დამზადებული ავზები,+ საცეცხლურები, თასები,+ ქილები, სალამპრეები,+ სასმისები და სხვა თასები.
2 იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას იუდას მეფე იეჰოიაკიმი+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთების+ ნაწილი. წაიღო მან ისინი შინარის+ მიწაზე თავისი ღვთის სახლში და თავისი ღვთის საგანძურში მიიტანა ეს ნივთები.+