113 ადიდეთ იაჰი!+
იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას,+
ადიდეთ იეჰოვას სახელი!+
2 კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი+
ახლაც და მარადიულადაც.+
3 მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე+
ქებული იყოს იეჰოვას სახელი.+
4 ამაღლდა იეჰოვა ხალხებზე;+
ცას სცდება მისი დიდება.+
5 ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი,+
რომელიც მაღლაა დამკვიდრებული?+
6 დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას;+
7 საწყალს მტვრიდან აყენებს,+
ღარიბს სანაგვიდან ამაღლებს,+
8 რომ დასვას იგი წარჩინებულებთან,+
თავის ხალხს შორის წარჩინებულებთან.+
9 ის სახლს გამოუჩენს უშვილო ქალს,+
ვაჟების ბედნიერი დედა რომ გახდეს.+
ადიდეთ იაჰი!+
114 როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა,+
იაკობის სახლი — გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხისგან,+
2 იუდა გახდა მისი წმინდა ადგილი,+
ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+
3 დაინახა ზღვამ და გაიქცა;+
მიიქცა იორდანე.+
4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ,+
გორები — ბატკნებივით.
5 რა მოგივიდა, ზღვაო, რომ გაიქეცი,+
და იორდანევ, რომ მიიქეცი?+
6 რა მოგივიდათ, მთებო, ვერძებივით რომ აკუნტრუშდით,+
და თქვენ, გორებო — ბატკნებივით?+
7 მწვავე ტკივილებმა შეგიპყროს უფლის გამო, დედამიწავ,+
იაკობის ღვთის გამო,
8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდეს,+
კაჟის კლდეს — წყლის წყაროდ.+
115 ჩვენ კი არა, იეჰოვა, ჩვენ კი არა,+
შენი სახელი განადიდე+
შენი სიკეთითა და შენი ჭეშმარიტებით.+
2 რატომ უნდა თქვან ხალხებმა:+
სად არისო მათი ღმერთი?+
3 ჩვენი ღმერთი ზეცაშია;+
რაც სურდა, ყველაფერი მოიმოქმედა.+
4 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,+
ადამიანის ნახელავი:+
5 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ,+
თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,+
6 ყურები აქვთ და არ ესმით,+
ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,+
7 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან,+
ფეხები აქვთ და ვერ დადიან,+
ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+
8 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+
ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+
9 ისრაელო, მიენდე იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
10 აარონის სახლო, მიენდე იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
11 იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
12 იეჰოვამ გაგვიხსენა; ის აკურთხებს,+
ის აკურთხებს ისრაელის სახლს,+
ის აკურთხებს აარონის სახლს.+
13 ის აკურთხებს იეჰოვას მოშიშებს,+
დიდებსა და პატარებს.+
14 იეჰოვა გაგამრავლებთ+
თქვენცა და თქვენს ძეებსაც.+
15 თქვენ კურთხეულნი ხართ იეჰოვასგან,+
ზეცისა და დედამიწის შემოქმედისგან.+
16 იეჰოვასია ზეცა,+
დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა.+
17 მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს,+
ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი;+
18 ჩვენ კი ვაკურთხებთ იაჰს+
ახლაც და მარადიულადაც.+
ადიდეთ იაჰი!+
116 სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს+
ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.+
2 ყური მომაპყრო მან,+
ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.+
3 სიკვდილის საბელები შემომერტყა გარს+
და შევიწროებული აღმოვჩნდი, თითქოს სამარეში.+
გასაჭირსა და მწუხარებას წავაწყდი.+
4 იეჰოვას სახელს მოვუხმობდი:+
„ო, იეჰოვა, იხსენი ჩემი სული!“+
5 იეჰოვა მწყალობელი და მართალია,+
შემბრალებელია ჩვენი ღმერთი.+
6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+
დავუძლურდი, მან კი გადამარჩინა.+
7 ჩემო სულო, დაუბრუნდი შენს მოსასვენებელ ადგილს,+
რადგან კეთილად მოგექცა იეჰოვა.+
8 შენ დაიხსენი ჩემი სული სიკვდილისგან,+
ჩემი თვალი — ცრემლებისგან და ჩემი ფეხი — წაბორძიკებისგან.+
9 იეჰოვას წინაშე ვივლი+ ცოცხალთა ქვეყანაში.+
10 რწმენა მქონდა+ და ამიტომ ვლაპარაკობდი.+
ძალიან დაჩაგრული ვიყავი.
11 როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+
„ყოველი ადამიანი ცრუა“.+
12 რით გადავუხდი იეჰოვას+
ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?+
13 დიდებული ხსნის თასს+ ავიღებ
და იეჰოვას სახელს მოვუხმობ.+
14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+
მთელი მისი ხალხის წინაშე.
15 იეჰოვას ძალიან უმძიმს
თავის ერთგულთა სიკვდილი.+
16 იეჰოვა,+
მე ხომ შენი მსახური ვარ;+
შენი მსახური ვარ, შენი მხევლის ძე;+
შენ მოუშვი ჩემი თოკები.+
17 სამადლობელს შემოგწირავ მსხვერპლად+
და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.+
18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+
მთელი მისი ხალხის წინაშე,+
19 იეჰოვას სახლის ეზოებში,+
შენ შუაგულში, იერუსალიმო.+
ადიდეთ იაჰი!+
117 ადიდეთ იეჰოვა, ერებო,+
აქეთ ის, ტომებო!+
2 რადგან მისი სიკეთე ძლიერ გვამაგრებს;+
მარადიულია იეჰოვას ჭეშმარიტება.+
ადიდეთ იაჰი!+
118 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+
მარადიულია მისი სიკეთე.+
2 თქვას ისრაელმა:
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
3 თქვას აარონის სახლმა:+
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
4 თქვან იეჰოვას მოშიშებმა:+
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
5 გასაჭირში მყოფმა მოვუხმე იაჰს.+
მიპასუხა იაჰმა და გაშლილ ადგილზე დამაყენა.+
6 იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება.+
რას მიზამს კაცი?+
7 იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემ დამხმარეებთან ერთად,+
ამიტომ ზემოდან დავუწყებ ყურებას ჩემს მოძულეებს.+
8 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+
ადამიანზე მინდობას.+
9 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+
წარჩინებულებზე მინდობას.+
10 ხალხები გარს შემომერტყნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+
11 გარს შემომერტყნენ, შემომეხვივნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.
12 ფუტკრებივით გარს შემომეხვივნენ,+
ეკლიან ბუჩქებზე მოკიდებული ცეცხლივით ჩაქრნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+
13 თუმცა მაგრად მკარით ხელი, რომ წაგექციეთ,+
იეჰოვა დამეხმარა.+
14 იაჰია ჩემი თავშესაფარი და ძლევამოსილება,+
ხსნა არის იგი ჩემთვის.+
15 სიხარულის ყიჟინი და ხსნა+ არის
მართალთა+ ბანაკებში;+
იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+
16 იეჰოვას მარჯვენა ამაღლებულია;+
იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+
17 ვიცოცხლებ და არ მოვკვდები,+
რომ ვაუწყო იაჰის საქმეები.+
18 მკაცრად დამსაჯა იაჰმა,+
მაგრამ სიკვდილს არ გადამცა.+
19 გამიღეთ სიმართლის კარიბჭეები,+
შევალ იქ და ხოტბას შევასხამ იაჰს.+
20 ეს არის იეჰოვას კარიბჭე;+
მართლები შევლენ იქ.+
21 ხოტბას შეგასხამ, რადგან მიპასუხე+
და მიხსენი.+
22 მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+
კუთხის თავში დასადები ქვა გახდა.+
23 ეს იეჰოვამ მოახდინა,+
ჩვენს თვალში ეს საოცრებაა.+
24 ეს დღე იეჰოვამ შექმნა.+
ვიხარებთ და ვიმხიარულებთ ამით.+
25 იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი!+
იეჰოვა, გთხოვთ, ხელი მოგვიმართე!+
26 კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!+
ჩვენ გაკურთხეთ იეჰოვას სახლიდან.+
27 იეჰოვაა ღმერთი+
და ის გვაძლევს სინათლეს.+
რტოებით+ მორთეთ საზეიმო სვლა+
და სამსხვერპლოს რქები.+
28 შენ ჩემი ღმერთი ხარ, ხოტბას შეგასხამ.+
ჩემი ღმერთი ხარ, შენ განგადიდებ.+
29 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+
მარადიულია მისი სიკეთე.+