-
ფსალმუნი 22:ეპიგრაფი-31ბიბლია
-
-
გუნდის ხელმძღვანელს: ფურირემი ცისკრისას. დავითის სიმღერა
22 ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+
რატომ ხარ შორს და არ მშველი?+
რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+
15 თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამომეფიტა ძალა+
და ენა ღრძილებზე მიმეკრა;+
სიკვდილის მტვერში გყავარ ჩასმული.+
20 იხსენი მახვილისგან ჩემი სული,+
ჩემი ერთადერთი — ძაღლის ბრჭყალებისგან;+
მიპასუხე და მიხსენი გარეული ხარის რქებისგან.+
23 იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!+
იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+
გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!+
24 ვინაიდან არც აბუჩად აუგდია+
და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო*;+
არ დაუმალავს სახე მისგან+
და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+
26 თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+
ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+
მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები.+
27 დედამიწის ყოველი კიდე გაიხსენებს იეჰოვას და დაუბრუნდება მას.+
მდაბლად თაყვანს გცემს ხალხთა ყველა ტომი.+
-
-
ესაია 53:1-12ბიბლია
-
-
53 ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა+ იეჰოვას მკლავი?+ 2 ყლორტივით+ ამოვა ის ხალხის წინაშე, ფესვივით — უწყლო მიწიდან. არც წარმოსადეგია, არც დიადი;+ როცა ვნახავთ, მისი გარეგნობა არ მიგვიზიდავს.+
3 მოძულებული იყო+ ის და თავს არიდებდნენ; მას უნდა განეცადა ტკივილი და მისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო ავადმყოფობა.+ მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან.+ მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებდით მას.+ 4 თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები,+ იტვირთა ჩვენი ტკივილები.+ ჩვენ კი გაუბედურებულად,+ ღვთისგან ჭრილობამიყენებულად+ და დაჩაგრულად+ ვთვლიდით მას. 5 ჩვენი ცოდვებისთვის+ განიგმირა,+ ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა.+ დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა,+ და მისმა ჭრილობებმა+ განგვკურნა.+ 6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+ თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვუბრუნდებოდით, იეჰოვამ კი მას ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა.+ 7 შევიწროებული იყო,+ თავი დააჩაგვრინა+ და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად;+ როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+
8 შეზღუდვისა და გასამართლების გამო იქნა წაყვანილი.+ ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობის* ამბით?+ მოიკვეთა+ ცოცხალთა ქვეყნიდან.+ ჩემი ხალხის დანაშაულის+ გამო მიიღო დარტყმა.+ 9 როცა მოკვდება, ის ბოროტებთან+ და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს,+ თუმცა ძალადობა არ ჩაუდენია+ და მზაკვრობა არ ყოფილა მის ბაგეზე.+
10 იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა.+ მან დაასნეულა იგი.+ თუ მის სულს დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად გაიღებ,+ ღმერთო, ის დაინახავს თავის შთამომავალს,+ გაიხანგრძლივებს დღეებს+ და მის ხელში წარმატებას მიაღწევს ყველაფერი,+ რაც იეჰოვას ახარებს.+ 11 თავისი სულის გასაჭირის გამო დაკმაყოფილდება+ იმით, რასაც დაინახავს.+ მართალი, ჩემი მსახური,+ თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს+ და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.+ 12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის,+ ნადავლს გაინაწილებს ძლიერთა შორის,+ რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სული+ და შემცოდველებში ჩაითვალა.+ მან მრავალთა ცოდვა ატარა+ და შემცოდველებს უშუამდგომლა.+
-