21 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით,+ მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება;+
23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, ის მოხდება, აუსრულდება ნათქვამი.+
2 წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს,+ ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე,+ ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე+ და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს,+ მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები.+