-
ლევიანები 23:34-36ბიბლია
-
-
34 «გადაეცი ისრაელებს: „მე-7 თვის მე-15 დღიდან კარვობის შვიდდღიანი დღესასწაული* იზეიმეთ იეჰოვას განსადიდებლად.+ 35 პირველ დღეს წმინდა შეკრებაა. არ იმუშაოთ. 36 შვიდი დღის განმავლობაში შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. მერვე დღეს წმინდა შეკრება მოაწყვეთ+ და შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. ეს საზეიმო შეკრებაა. არ იმუშაოთ.
-
-
კანონი 16:13-15ბიბლია
-
-
13 შვიდი დღე იზეიმეთ კარვობის დღესასწაული*,+ როცა მოსავალს აიღებთ თქვენი კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. 14 იმხიარულეთ ამ დღესასწაულზე+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელებმა და ქვრივ-ობლებმა, რომლებიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობენ. 15 შვიდი დღე იზეიმეთ ეს დღესასწაული+ იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი, აკურთხებს თქვენს მოსავალს, ყველაფერში ხელს მოგიმართავთ+ და სიხარული არ მოგაკლდებათ.+
-
-
ნეემია 8:14-18ბიბლია
-
-
14 იეჰოვას მიერ მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონში ისრაელებმა აღმოაჩინეს, რომ მე-7 თვის დღესასწაულის დროს მათ კარვებში უნდა ეცხოვრათ+ 15 და გამოეცხადებინათ+ იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში: „წადით მთიან მხარეში და მოიტანეთ ზეთისხილის, ფიჭვის, მირტის, პალმისა და სხვა ხეების ფოთოლხშირი რტოები, რომ დაწერილისამებრ ააგოთ კარვები!“
16 ხალხიც წავიდა და მოიტანა ფოთოლხშირი რტოები, რომ აეგოთ კარვები თავ-თავიანთ ბანებსა და ეზოებში, ღვთის ტაძრის ეზოებში,+ აგრეთვე წყლის კარიბჭისა+ და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.+ 17 ააგეს ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა კარვები და დაიწყეს კარვებში ცხოვრება. იესო+ ნავეს ძის დროიდან მოყოლებული იმ დრომდე მათ ეს დღესასწაული ასე არ აღუნიშნავთ, რის გამოც დიდად ხარობდა ერი.+ 18 ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე, ხმამაღლა იკითხებოდა ღვთის კანონი.+ შვიდი დღე იდღესასწაულა ხალხმა, მერვე დღეს კი, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს.+
-