14 მენაშეს ვაჟმა, იაირმა,+ არგობის მხარე+ მთლიანად დაიკავა გეშურელთა და მააქათელთა+ საზღვრამდე; ბაშანის სოფლებს თავისი სახელი ხავოთ-იაირი*+ უწოდა და დღემდე ასე ჰქვია.
29 მოსემ მენაშეს ტომის ნახევარსაც მისცა სამკვიდრო შტოების მიხედვით.+30 მათი იყო მახანაიმიდან+ მოყოლებული მთელი ბაშანი, ბაშანის მეფე ოგის სამეფო, იაირის+ კარვების სოფლები, ბაშანში რომ მდებარეობს, სულ 60 ქალაქი.