-
1 სამუელი 2:12-17ბიბლია
-
-
12 ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა;+ მათ არ ეშინოდათ იეჰოვასი. 13 ხალხის მიტანილი მსხვერპლიდან ისინი თავიანთ წილს არ სჯერდებოდნენ;+ აი, როგორ იქცეოდნენ ისინი: როცა ვინმე მსხვერპლს სწირავდა, მღვდლის დამხმარე მივიდოდა ხორცის ხარშვისას დიდი ჩანგლით ხელში 14 და ჩაყოფდა რომელიმე ქვაბში*; რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს თავისთვის მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მისულ ისრაელებს. 15 მღვდლის დამხმარე ქონის დაწვამდე და აბოლებამდეც+ კი მიდიოდა შემწირველთან და ეუბნებოდა: გამატანე მღვდელთან ხორცი შესაწვავად; მოხარშული არ უნდა, უმი გამატანეო. 16 თუ ეტყოდნენ, ჯერ ქონი დაწვან, რომ აბოლდეს,+ და მერე წაიღე ის, რასაც მოისურვებო, იგი მიუგებდა, არა, ახლავე მომეცი, თორემ წაგართმევო. 17 დიდად სცოდავდნენ დამხმარეები იეჰოვას წინაშე,+ რადგან უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ისინი* იეჰოვას შესაწირავს.
-