საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2 მეფეები 22:18, 19
    ბიბლია
    • 18 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ის სიტყვები რომ მოისმინე 19 და კარგი გული აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ იეჰოვას წინაშე, როცა მოისმინე ჩემი ნათქვამი ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე, წყევლა ეწევათ მათ და ხალხები შეძრწუნდებიან-მეთქი მათი შემხედვარე, ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც მოგისმინე, — ამბობს იეჰოვა. —

  • 2 მატიანე 33:13
    ბიბლია
    • 13 ლოცვით მიმართავდა ღმერთს; გული მოულბო თავისი ხვეწნით, ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და დაუბრუნა მეფობა იერუსალიმში.+ მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი.+

  • ფსალმუნი 22:24
    ბიბლია
    • 24 ვინაიდან არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო;+

      პირი არ მოურიდებია მისთვის+

      და, როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+

  • ფსალმუნი 34:18
    ბიბლია
    • 18 იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან,+

      ის იხსნის სულდამწუხრებულებს.+

  • იგავები 28:13
    ბიბლია
    • 13 ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+

      ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება.+

  • ესაია 57:15
    ბიბლია
    • 15 აი, რას ამბობს ამაღლებული და აღმატებული,

      რომელიც მარადიულად ცოცხლობს+ და რომლის სახელიც წმინდაა:+

      „მაღალ და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ,+

      მაგრამ ჩაგრულებთან და თავმდაბლებთანაც ვარ,

      რომ გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები

      და ჩაგრულთა გულები.+

  • ლუკა 15:22-24
    ბიბლია
    • 22 მაშინ მამამ თავის მონებს უთხრა: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი და შემოსეთ, ბეჭედი გაუკეთეთ და სანდლები ჩააცვით. 23 გამოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, 24 ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა,+ დაკარგული იყო და გამოჩნდა“, და გამართეს ლხინი.

  • ლუკა 18:13, 14
    ბიბლია
    • 13 მებაჟე კი მოშორებით იდგა, მაღლა ახედვასაც ვერ ბედავდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.+ 14 გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი დაბრუნდა შინ, ვიდრე ის ფარისეველი;+ ასე რომ, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება