საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფსალმუნი 15:1-5
    ბიბლია
    • 15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?

      ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+

       2 ვინც უბიწოდ* დადის,+

      სიმართლეს იქმს+

      და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+

       3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+

      ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს+

      და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს;+

       4 ვინც უარყოფს ყველა უვარგისს,+

      იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს.

      არ ცვლის დანაპირებს*, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს;+

       5 ფულს სარგებლით არ გასცემს+

      და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ;+

      ასე მოქმედი მტკიცედ იდგება.+

  • ფსალმუნი 27:4
    ბიბლია
    •  4 ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას,

      ერთ რამეს ვესწრაფვი,

      რომ მთელი ჩემი სიცოცხლე იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+

      რათა შევყურებდე იეჰოვას მშვენიერებას

      და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+

  • ფსალმუნი 84:1-4
    ბიბლია
    • 84 რა ძვირფასია შენი დიდებული კარავი,+

      ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!

       2 მთელი არსებით ვნატრობ

      და ერთი სული მაქვს,

      მივიდე იეჰოვას ეზოებში.+

      გულითა და სულით შევყიჟინებ ცოცხალ ღმერთს.

       3 ჩიტიც კი პოულობს ბინას

      და მერცხალი — ბუდეს;

      იქ სხამს თავის ბარტყებს,

      შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,

      ჩემო მეფევ და ღმერთო!

       4 ბედნიერნი არიან შენს სახლში დამკვიდრებულნი;+

      დღენიადაგ გაქებენ ისინი.+ (სელა)

  • ფსალმუნი 84:10
    ბიბლია
    • 10 ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია!+

      ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე

      ბოროტთა კარვებში ყოფნას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება