18 შემძულდა ყველაფერი, რისთვისაც ამ ცისქვეშეთში გავისარჯე,+ რადგან ის ჩემ შემდეგ მოსულს დარჩება.+19 ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური?!+ მის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი, რასაც მთელი ჩემი ძალა შევალიე და მთელი ჩემი სიბრძნე მოვახმარე ამ ცისქვეშეთში. ესეც ამაოებაა.
8 არის მარტოხელა კაცი, რომელსაც არავინ არ ჰყავს, არც შვილი და არც ძმა, მაგრამ ბოლო არ უჩანს მის გარჯას. მისი თვალი სიმდიდრით ვერ ძღება+ და კითხვასაც არ უსვამს საკუთარ თავს, ნეტა ვისთვის ვირჯები და რატომ ვიკლებ სიამოვნებასო.+ ესეც ამაოებაა და მწუხარების მომტანია.+
19 მერე ვეტყვი ჩემს თავს: ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. 20 მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“+