საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 სამუელი 15:22, 23
    ბიბლია
    • 22 თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი,+ როგორც მორჩილება?! იეჰოვას მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია+ და მოსმენა — ვერძის ქონზე!+ 23 ურჩობაც+ ისეთივე ცოდვაა, როგორიც მკითხაობა,+ და კადნიერებაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც ჯადოქრობა და კერპთაყვანისმცემლობა! რაკი უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც უარყოფს შენს მეფობას!“+

  • ოსია 6:6
    ბიბლია
    •  6 მე სიკეთე* მსიამოვნებს და არა შესაწირავი;

      ღვთის შესახებ ცოდნა უფრო მეამება,

      ვიდრე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი;+

  • მიქა 6:7, 8
    ბიბლია
    •  7 ესიამოვნება კი იეჰოვას ათასობით ვერძი,

      ათობით ათასი ზეთის მდინარე?!+

      გავიღო ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობის გამოსასყიდად,

      ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი ცოდვის გამოსასყიდად?!+

       8 მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.

      რას ითხოვს იეჰოვა შენგან?

      მხოლოდ სამართლის ქმნას,+ სიკეთის* სიყვარულსა+

      და მოკრძალებულად სიარულს+ შენი ღვთის წინაშე!+

  • მათე 12:7
    ბიბლია
    • 7 თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მსურს+ და არა მსხვერპლი“,+ მსჯავრს აღარ დასდებდით უდანაშაულოებს;

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება