საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 მეფეები 21:20, 21
    ბიბლია
    • 20 უთხრა ახაბმა ელიას: „ჩემო მტერო, მაინც მომაგენი, არა?“+ მან მიუგო: «დიახ, მოგაგენი! ღმერთი ამბობს: „რადგან მუდამ ბოროტებას სჩადიხარ იეჰოვას თვალში,+ 21 უბედურებას დაგატეხ, პირწმინდად გავხვეტ შენს შთამომავლებს და ამოგიწყვეტ ყველა მამაკაცს*+ ისრაელში, უმწეოსაც და უსუსურსაც.+

  • 2 მეფეები 10:10, 11
    ბიბლია
    • 10 იეჰოვას არცერთი სიტყვა, რაც იეჰოვამ წარმოთქვა ახაბის სახლეულობაზე, არ დარჩება შეუსრულებელი;+ იეჰოვამ ის გააკეთა, რაც თავისი მსახურის, ელიას პირით თქვა!“+ 11 დახოცა იეჰუმ ყველა, ვინც იზრეელში ახაბის სახლეულობიდან გადარჩა, აგრეთვე ყველა პატივდებული კაცი, მისი ახლობლები და ქურუმები;+ მისიანი არავინ დაუტოვებია ცოცხალი.+

  • იერემია 22:24
    ბიბლია
    • 24 «ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს იეჰოვა, — ქონია*,+ იუდას მეფეო, იეჰოიაკიმის+ ძეო, ბეჭედიც* რომ ყოფილიყავი ჩემს მარჯვენაზე, მაინც წაგიძრობდი!

  • იერემია 22:30
    ბიბლია
    • 30 აი, რას ამბობს იეჰოვა:

      „ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უშვილო,

      კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელი არ მოემართება.

      არც მისი შთამომავლებიდან მოემართება ვინმეს ხელი,

      დავითის ტახტზე რომ დაჯდეს და იმეფოს იუდაში“».+

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება