5 „სისხლში ამოისვრება ჩემი მახვილი ცაში.+
ედომზე დაეშვება იგი სამართლის აღსასრულებლად,+
ხალხზე, რომელსაც განადგურებას ვუპირებ.
6 იეჰოვას აქვს მახვილი, რომელიც სისხლში ამოისვრება;
გაიპოხება ქონით,+
ცხვრებისა და თხების სისხლით,
ვერძების თირკმელების ქონით,
რადგან იეჰოვას მსხვერპლშეწირვა აქვს ბოცრაში,
დიდი ხოცვა-ჟლეტა — ედომის მიწაზე.+