-
იერემია 33:10, 11ბიბლია
-
-
10 აი, რას ამბობს იეჰოვა: „ამ ადგილზე, რომელზეც იტყვით, გაპარტახებულია ეს მიწა, აქ არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც აოხრებულია და სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, კვლავ გაისმება 11 სიხარულისა და მხიარულების ხმა,+ ნეფისა და პატარძლის ხმა, მათი ხმა, ვინც იტყვის, შესწირეთ მადლობა ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, რადგან კარგია იეჰოვა,+ მარადიული და ურყევია მისი სიყვარულიო*!+
სამადლობელ მსხვერპლს მიიტანენ იეჰოვას ტაძარში,+ რადგან დავაბრუნებ ამ ქვეყნიდან წაყვანილ ტყვეებს და ისევე იქნებიან, როგორც უწინ“, — ამბობს იეჰოვა.
-