-
მარკოზი 9:2-8ბიბლია
-
-
2 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე ფერი იცვალა.+ 3 სამოსი აუელვარდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერცერთი მრეცხავი ასე ვერ გაათეთრებდა. 4 მათ იხილეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ. 5 პეტრემ იესოს უთხრა: „რაბი, რა კარგია, აქ რომ ვართ! სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“; 6 აღარ იცოდა, რა ეთქვა, რადგან ძალიან შეეშინდათ. 7 გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი; ღრუბლიდან ხმა გაისმა:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ მას უსმინეთ!“+ 8 უეცრად მიმოიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.
-
-
ლუკა 9:28-36ბიბლია
-
-
28 ამ სიტყვების თქმიდან დაახლოებით რვა დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 29 ლოცვისას სახე სხვანაირი გაუხდა, ხოლო სამოსი თეთრად აუელვარდა. 30 მას ორი კაცი, მოსე და ელია, ესაუბრებოდა. 31 ისინი სიდიადით იყვნენ მოსილნი და იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა მომხდარიყო.+ 32 პეტრემ და მასთან მყოფებმა ჩათვლიმეს, მაგრამ, როცა გამოეღვიძათ, დაინახეს მისი სიდიადე+ და მასთან მდგომი ორი კაცი. 33 როდესაც ისინი იესოს შორდებოდნენ, პეტრემ უთხრა მას: „მოძღვარო, რა კარგია, აქ რომ ვართ! სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“; არ ესმოდა, რას ამბობდა. 34 ამას რომ ლაპარაკობდა, გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ გაეხვივნენ, შეეშინდათ. 35 ღრუბლიდან ხმა+ გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, ჩემი რჩეული,+ მას უსმინეთ!“+ 36 როდესაც ეს ხმა გაისმა, მათ დაინახეს, რომ იესო მარტო იყო. თუმცა იმ ხანებში მათ ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავთ, არავისთვის არაფერი უთქვამთ.+
-