-
მარკოზი 14:43-47ბიბლია
-
-
43 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა, თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი; მას ახლდა უფროსი მღვდლების, მწიგნობრებისა და უხუცესების მიერ გამოგზავნილი მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ბრბო.+ 44 მის გამცემს მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ნიშანს მისცემდა: „ვისაც ვაკოცებ, ის იქნება; შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“. 45 იუდა პირდაპირ იესოსთან მივიდა და მიმართა: „რაბი!“, შემდეგ კი ეამბორა. 46 მათ ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. 47 ერთ-ერთმა იქ მდგომმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.+
-
-
ლუკა 22:47-51ბიბლია
-
-
47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა იუდა, თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი. ის იესოსთან საკოცნელად მივიდა.+ 48 იესომ ჰკითხა: „იუდა, კოცნით გასცემ კაცის ძეს?“ 49 მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, ჰკითხეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ 50 ერთ-ერთმა მათგანმა დაჰკრა კიდეც მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+ 51 მაშინ იესომ უთხრა: „გაჩერდით!“ ყურზე შეეხო მონას და გაუმთელა.
-