-
ლუკა 3:2-6ბიბლია
-
-
2 როცა უფროსი მღვდელი ანა იყო და მღვდელმთავარი კაიაფა,+ ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს,+ უდაბნოში.+
3 დადიოდა ის იორდანის მთელ შემოგარენში და ქადაგებდა, რომ ხალხს ცოდვების მისატევებლად მოენანიებინა და მონათლულიყო,+ 4 როგორც ესაია წინასწარმეტყველის წიგნში წერია: «უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის: „მოამზადეთ იეჰოვას* გზა, მოასწორეთ მისი სავალი!+ 5 ამაღლდეს ყოველი ველი და დადაბლდეს ყოველი მთა და გორა, მრუდე და ოღროჩოღრო გზები კი მოსწორდეს; 6 ყოველი ხორციელი იხილავს, რომ ხსნა ღვთისგანაა“».+
-