საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათე 22:15-22
    ბიბლია
    • 15 ამის შემდეგ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, რომ ის სიტყვაში გამოეჭირათ.+ 16 მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები.+ მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, სწორად ასწავლი ღვთის გზას და სხვისი გულის მოგებას არ ცდილობ, რადგან ადამიანს მისი მდგომარეობის მიხედვით არ აფასებ. 17 მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს?“ 18 იესომ იცოდა მათი ბოროტი განზრახვა და მიუგო: „რატომ მცდით, თვალთმაქცებო? 19 მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც გადასახადს იხდით“. მათაც მიუტანეს დინარი. 20 მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ 21 „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“+ 22 მისი ნათქვამით გაოცებულებმა თავი დაანებეს მას და გაეცალნენ.

  • ლუკა 20:20-26
    ბიბლია
    • 20 ისინი ჯერ ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდნენ, მერე კი მოსყიდული ხალხი მიუგზავნეს, რომლებსაც გულწრფელ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ მისთვის თავი, რომ სიტყვაში გამოეჭირათ,+ ხელისუფლებისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ. 21 მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, ჭეშმარიტებას ასწავლი, მიკერძოებას არ იჩენ და ღვთის გზას სწორად ასწავლი. 22 უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს?“ 23 იესო მიუხვდა მათ ცბიერებას და უთხრა: 24 „მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. 25 მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს+ მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“+ 26 ვერ გამოიჭირეს ის სიტყვაში ხალხის წინაშე. მისი პასუხით გაოცებულებმა ხმა ვეღარ ამოიღეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება