-
მათე 22:23-28ბიბლია
-
-
23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველები, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და ჰკითხეს:+ 24 „მოძღვარო, მოსემ თქვა, თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.+ 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველი დაქორწინდა, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია, ამიტომ მისი ცოლი მისმა ძმამ შეირთო. 26 ასე დაემართა მეორეს, მესამეს და ყველას მეშვიდეს ჩათვლით. 27 ბოლოს ქალიც მოკვდა. 28 აღდგომის შემდეგ იმ შვიდიდან რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა ცოლად!“
-
-
ლუკა 20:27-33ბიბლია
-
-
27 შემდეგ იესოსთან სადუკეველები მივიდნენ, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და უთხრეს:+ 28 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ კაცს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.+ 29 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა. 30 ასე დაემართა მეორესაც, 31 შემდეგ კი ის ქალი მესამემ შეირთო. მასაც და ყველა დანარჩენსაც, მეშვიდეს ჩათვლით, იგივე დაემართათ, უშვილოდ დაიხოცნენ. 32 ბოლოს ქალიც მოკვდა. 33 აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად!“
-