-
მათე 3:7-10ბიბლია
-
-
7 იოანემ მისკენ მიმავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი+ რომ დაინახა, უთხრა: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გითხრათ, რომ თავს დააღწევთ მოსალოდნელ რისხვას?!+ 8 გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი 9 და არ გაბედოთ იმის თქმა, ჩვენი მამა აბრაამიაო,+ რადგან გეუბნებით, ღმერთს ამ ქვებიდანაც შეუძლია აღუდგინოს აბრაამს შვილები. 10 ცულიც უკვე დევს ხის ძირას; ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.+
-