-
მათე 14:24-33ბიბლია
-
-
24 იმ დროისთვის ნავი ნაპირიდან ძალიან შორს* იყო. ცურვა ჭირდა, რადგან პირქარი იყო და ტალღები ეხეთქებოდა ნავს. 25 ღამის მეოთხე გუშაგობისას* იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. 26 მოწაფეებმა ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეშფოთდნენ, თქვეს, მოჩვენებააო და შიშისგან აყვირდნენ. 27 იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ: „ნუ გეშინიათ, მე ვარ, გამაგრდით!“+ 28 პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ!“ 29 მან უთხრა: „მოდი!“ პეტრეც ნავიდან გადავიდა და წყალზე სვლით გაემართა იესოსკენ. 30 მაგრამ ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო, და დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“ 31 იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენისავ, რამ დაგაეჭვა?“+ 32 როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ქარი ჩადგა. 33 ნავში მყოფები მის წინაშე დაემხვნენ და უთხრეს: „ნამდვილად ღვთის ძე ხარ!“
-