4 როცა ჯერ კიდევ მაშინ აგვირჩია, სანამ ქვეყნიერებას დასაბამი მიეცემოდა, რომ ქრისტესთან ერთობაში ვყოფილიყავით და მის წინაშე წმინდები და შეუბღალავნი+ დავრჩენილიყავით ღვთის სიყვარულით.
21 თქვენ, ვინც თქვენი ბოროტი ზრახვების გამო ღვთისგან გაუცხოებულები და მისი მტრები იყავით, 22 ღმერთმა ახლა შეგირიგათ მისი მეშვეობით, ვინც თავისი ხორციელი სხეული გაიღო სასიკვდილოდ, რათა წმინდები, უმანკოები და ბრალდაუდებლები წარმდგარიყავით მის წინაშე;+