-
გამოცხადება 13:16-18ბიბლია
-
-
16 ის ყველას აიძულებს, დიდსაც და მცირესაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, თავისუფალსაც და მონასაც, რომ ნიშანი დაიდონ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე+ 17 და რომ ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი+ ან მისი სახელის რიცხვი.+ 18 ამიტომაცაა სიბრძნე საჭირო; გამჭრიახმა გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს ადამიანის რიცხვია. მისი რიცხვია 666.+
-
-
გამოცხადება 20:4ბიბლია
-
-
4 ვიხილე ტახტები; ტახტებზე მსხდომთ გასამართლების უფლებამოსილება ჰქონდათ მიცემული. ვიხილე აგრეთვე იესოსა და ღვთის შესახებ ქადაგების გამო სიკვდილით დასჯილები*, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი დაიდეს შუბლსა და ხელზე.+ ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად მეფობდნენ+ 1 000 წელი
-