საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი 8
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იობის მოკლე შინაარსი

      • ბილდადი საუბარს იწყებს (1—22).

        • ამბობს, რომ იობის ვაჟებმა შესცოდეს (4).

        • წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი, ღმერთი გადმოგხედავდა (6).

        • იობი უღვთო გამოჰყავს (13).

იობი 8:1

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 25:1, 2; იობ. 42:9
  • +იობ. 18:1; 25:1

იობი 8:2

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 11:3

იობი 8:5

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 5:8, 9; 11:13; 22:23

იობი 8:6

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 1:8

იობი 8:7

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 11:14, 17

იობი 8:8

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 15:17, 18

იობი 8:14

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

იობი 8:16

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 5:3

იობი 8:18

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 20:9

იობი 8:19

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 20:5

იობი 8:20

სქოლიოები

  • *

    იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იობ. 8:1იობ. 18:1; 25:1
იობ. 8:1დბ. 25:1, 2; იობ. 42:9
იობ. 8:2იობ. 11:3
იობ. 8:5იობ. 5:8, 9; 11:13; 22:23
იობ. 8:6იობ. 1:8
იობ. 8:7იობ. 11:14, 17
იობ. 8:8იობ. 15:17, 18
იობ. 8:16იობ. 5:3
იობ. 8:18იობ. 20:9
იობ. 8:19იობ. 20:5
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
ბიბლია
იობი 8:1-22

იობი

8 შუახელმა+ ბილდადმა+ მიუგო:

2 „ასე როდემდე უნდა ლაპარაკობდე?!+

შენი სიტყვები ქარია და მეტი არაფერი.

 3 განა გაამრუდებს ღმერთი სამართალს?!

განა გაამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?!

 4 შენმა ვაჟებმა შესცოდეს მას,

ამიტომაც დაისაჯნენ თავიანთი ურჩობის გამო.

 5 ღმერთი რომ გეძებნა,+

ყოვლისშემძლისთვის წყალობა რომ გეთხოვა

 6 და წმინდა და მართალი ყოფილიყავი,+

გადმოგხედავდა

და უწინდელ დიდებას დაგიბრუნებდა.

 7 აღარაფერი შეგრჩა,

არადა, დიდებული მომავალი გელოდა!+

 8 აბა, გამოიკითხე უწინდელ თაობებში

და დაუკვირდი, რასაც მათმა მამებმა მიაკვლიეს.+

 9 ჩვენ გუშინ გავჩნდით და არაფერი ვიცით,

ჩვენი დღეები ჩრდილივითაა დედამიწაზე.

10 განა არ დაგარიგებენ?!

განა არ გეტყვიან იმას, რაც იციან?!

11 თუ გაიზრდება პაპირუსი უჭაობოდ?!

თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ?!

12 ნორჩიც რომ იყოს და მოუწყვეტელი,

ყველა მცენარეზე ადრე გახმება.

13 ასე დაემართებათ ღვთის დამვიწყებლებს,

იმედი გაუცრუვდებათ უღვთოებს,

14 ვინც იმედს ამაოებაზე ამყარებს,

და ვისი იმედიც ობობას ქსელივით სუსტია;

15 დაეყრდნობა მას, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.

მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს.

16 იგი მზის გულზე მორწყულ მცენარესავითაა,

მისი რტოები ბაღში იზრდება.+

17 ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვები

და ცდილობს, ქვებს შორის დაიდოს ბინა.

18 როცა თავისი ადგილიდან ამოიძირკვება,

ის ადგილი უარყოფს მას და ეტყვის, არასოდეს მინახავხარო.+

19 აი, ასე გაქრება იგი+

და მის ადგილზე სხვები აღმოცენდებიან.

20 არ უარყოფს ღმერთი მართალ* ადამიანს

და ბოროტმოქმედს არ დაეხმარება.

21 გულს სიხარულით აგივსებს იგი

და მხიარული ყიჟინით შესძახებ.

22 შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან

და ბოროტთა კარავი დაეცემა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება