საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნეემია 5
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ნეემიას მოკლე შინაარსი

      • ნეემია ბოლოს უღებს მოძმეთა ჩაგვრას (1—13).

      • ნეემიას უანგარობა (14—19).

ნეემია 5:1

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 15:9

ნეემია 5:4

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 28:15, 33; ნემ. 9:36, 37

ნეემია 5:5

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 21:7; კნ. 15:12

ნეემია 5:7

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 22:25; კნ. 23:19; ფსალმ. 15:5; ეზკ. 22:12

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    2/1, გვ. 9

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w06 2/1 9

ნეემია 5:8

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 25:35; კნ. 15:7, 8; იერ. 34:8, 9

ნეემია 5:9

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 25:36; ნემ. 5:15

ნეემია 5:10

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 18:5, 8

ნეემია 5:11

მარგინალური მუხლები

  • +ნემ. 5:3

ნეემია 5:13

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

ნეემია 5:14

მარგინალური მუხლები

  • +ნემ. 10:1
  • +ეზრ. 8:1
  • +ნემ. 2:1
  • +ნემ. 13:6
  • +1კრ. 9:14, 15; 2თს. 3:8

ნეემია 5:15

სქოლიოები

  • *

    შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

მარგინალური მუხლები

  • +ნემ. 5:9
  • +2კრ. 11:9; 12:14

ნეემია 5:16

მარგინალური მუხლები

  • +სქ. 20:33; 2კრ. 12:17

ნეემია 5:18

სქოლიოები

  • *

    სიტყვასიტყვით — „ჩემთვის“.

ნეემია 5:19

მარგინალური მუხლები

  • +ნემ. 13:14; ფსალმ. 18:24; ეს. 38:3; მლ. 3:16

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

ნეემ. 5:1კნ. 15:9
ნეემ. 5:4კნ. 28:15, 33; ნემ. 9:36, 37
ნეემ. 5:5გმ. 21:7; კნ. 15:12
ნეემ. 5:7გმ. 22:25; კნ. 23:19; ფსალმ. 15:5; ეზკ. 22:12
ნეემ. 5:8ლვ. 25:35; კნ. 15:7, 8; იერ. 34:8, 9
ნეემ. 5:9ლვ. 25:36; ნემ. 5:15
ნეემ. 5:10ეზკ. 18:5, 8
ნეემ. 5:11ნემ. 5:3
ნეემ. 5:14ნემ. 10:1
ნეემ. 5:14ეზრ. 8:1
ნეემ. 5:14ნემ. 2:1
ნეემ. 5:14ნემ. 13:6
ნეემ. 5:141კრ. 9:14, 15; 2თს. 3:8
ნეემ. 5:15ნემ. 5:9
ნეემ. 5:152კრ. 11:9; 12:14
ნეემ. 5:16სქ. 20:33; 2კრ. 12:17
ნეემ. 5:19ნემ. 13:14; ფსალმ. 18:24; ეს. 38:3; მლ. 3:16
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
ბიბლია
ნეემია 5:1-19

ნეემია

5 ხმამაღლა უჩიოდნენ თავიანთ მოძმეებს იუდეველი კაცები და მათი ცოლები.+ 2 ზოგი ამბობდა, ბევრი ვაჟი და ასული გვყავს, მარცვლეული გვჭირდება, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთო. 3 იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს გირაოდ გავცემთ, რათა შიმშილის დროს მარცვლეული ვიშოვოთო. 4 ზოგიც ამბობდა: „ჩვენს ყანებსა და ვენახებს ვაგირავებთ, მეფეს ხარკი რომ გადავუხადოთ.+ 5 ჩვენსა და ჩვენს მოძმეთა ძარღვებში ხომ ერთი სისხლი ჩქეფს, ან რამ გაყო ჩვენი და მათი შვილები?! მაგრამ ჩვენ ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა გავყიდოთ, ზოგი ჩვენს ასულთაგან უკვე დამონებულია კიდეც.+ ძალა არ შეგვწევს, წინ აღვუდგეთ ამას, რადგან ჩვენი ყანები და ვენახები სხვების ხელშია“.

6 ძლიერ განვრისხდი, როცა მოვისმინე მათი გასაჭირი. 7 ავწონ-დავწონე ყველაფერი და დიდებულებსა და მმართველებს ბრალი დავდე, თქვენივე მოძმეებისგან სარგებელს იღებთ-მეთქი.+

ამის შემდეგ, დიდძალი ხალხი შევკრიბე მათ გამო. 8 ვუთხარი: „ჩვენ, რამდენადაც შევძელით, გამოვისყიდეთ ჩვენი იუდეველი მოძმეები, სხვა ხალხებს რომ იყვნენ მიყიდულნი, თქვენ კი ამ დროს თქვენს მოძმეებს უნდა ყიდდეთ, რომლებიც მერე ისევ ჩვენი გამოსასყიდი გახდებიან?!“+ დადუმდნენ ისინი და სათქმელს ვერ პოულობდნენ. 9 შემდეგ ვუთხარი: „არასწორად იქცევით! განა არ უნდა გეშინოდეთ ჩვენი ღვთისა,+ რომ სხვა ხალხებმა, ჩვენმა მტრებმა, არ შეურაცხგვყონ?! 10 მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურები სარგებლის გარეშე ვაძლევთ სესხად მათ ფულსა და მარცვლეულს. მოდი აღარ გავცეთ სარგებლით სესხი!+ 11 გთხოვთ, დღესვე დაუბრუნეთ მათ თავიანთი ყანები,+ ვენახები, ზეთისხილის კორომები და სახლები, აგრეთვე ფულის, მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეასედი, რომელსაც სარგებლად იღებდით მათგან!“

12 მათ მომიგეს: „ყველაფერს დავაბრუნებთ და უკან არავის არაფერს მოვთხოვთ! ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც შენ ამბობ!“ მოვუხმე მღვდლებს და დავაფიცე ამ კაცებს, რომ დადებულ პირობას შეასრულებდნენ. 13 უბე გადმოვიბერტყე და ვთქვი: „ასე გამოგბერტყოთ ღმერთმა თქვენ-თქვენი სახლებიდან და საკუთრებიდან ყველა, ვინც არ შეასრულებთ დადებულ პირობას! ასე გამოგბერტყოთ და ხელცარიელი დაგტოვოთ!“ ამაზე მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ!“ ხალხმა განადიდა იეჰოვა და შეასრულა დადებული პირობა.

14 ამასთანავე, იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას მიწაზე გამგებლად დამნიშნა,+ მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მე-20 წლიდან+ 32-ე წლამდე,+ 12 წელი, მე და ჩემს მოძმეებს გამგებლისთვის განკუთვნილი საკვები არ გვიჭამია.+ 15 იმ გამგებლებმა, რომლებიც ჩემამდე იყვნენ, შეაჭირვეს ხალხი და პურისა და ღვინისთვის ყოველდღიურად 40 შეკელ* ვერცხლს ართმევდნენ; მათი მსახურებიც ჩაგრავდნენ ხალხს. მე კი ღვთის შიშის გამო+ ასე არ მოვქცეულვარ.+

16 გარდა ამისა, გალავნის აღდგენაზეც ვმუშაობდი. ყანა არ შეგვიძენია+ და ჩემი ყველა მსახურიც სამუშაოდ იყო გამოსული. 17 იუდეველები და მმართველები, 150 კაცი, აგრეთვე ჩვენს მეზობელ ხალხთაგან მოსულნი, ჩემი სუფრიდან ჭამდნენ. 18 აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად ჩემი ხარჯებით*: ერთი ხარი, ექვსი საუკეთესო ცხვარი და ფრინველები; ათ დღეში ერთხელ უხვად გვქონდა ნაირ-ნაირი ღვინო. არ მომითხოვია გამგებლისთვის განკუთვნილი საკვები, რადგან ხალხს ისედაც მძიმე ტვირთი აწვა კისერზე. 19 ნუ დამივიწყებ ღმერთო და მაკურთხე იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია!+

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება