ფსალმუნები 113 ადიდეთ იაჰი*! იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას,ადიდეთ იეჰოვას სახელი! 2 იდიდოს იეჰოვას სახელმაახლაც და მარადიულადაც!+ 3 მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდექებული იყოს იეჰოვას სახელი!+ 4 აღზევებულია იეჰოვა ყველა ხალხზე;+ცას სცდება მისი დიდება.+ 5 ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი,+რომელიც ზეცად მკვიდრობს?! 6 დაბლა იხრება, რომ გადმოხედოს ცასა და მიწას;+ 7 საწყალს მტვრიდან აყენებს და ღარიბს — ნაცრის გროვიდან*,+ 8 რათა დასვას იგი დიდებულებთან,წარჩინებულებთან თავის ხალხს შორის. 9 მისი წყალობით უშვილო ქალიშვილებით ხარობს თავის სახლში.+ ადიდეთ იაჰი*!