ეზეკიელი
42 მან გარეთა ეზოში, ჩრდილოეთისკენ,+ გამიყვანა და იმ შენობაში შემიყვანა, სადაც სასადილო ოთახები იყო; ეს შენობა ღია სივრცის გვერდით+ და მომიჯნავე შენობის ჩრდილოეთით მდებარეობდა.+ 2 მისი სიგრძე ჩრდილოეთი შესასვლელიდან 100 წყრთა* იყო, სიგანე კი — 50 წყრთა. 3 ის 20 წყრთა სიგანის შიდა ეზოსა+ და გარეთა ეზოს ქვაფენილს შორის მდებარეობდა. შენობა სამსართულიანი იყო, აივნებით; აივნები ერთმანეთს უყურებდა. 4 სასადილო ოთახების წინ იყო დერეფანი,+ სიგანით 10 წყრთა, სიგრძით კი — 100 წყრთა*; შესასვლელები ოთახებს ჩრდილოეთიდან ჰქონდა. 5 ზედა სასადილო ოთახები შუა და ქვედა სასადილო ოთახებზე პატარა იყო, რადგან იქ აივნებს უფრო მეტი ადგილი ეკავა. 6 ისინი სამ სართულად იყო განლაგებული, თუმცა მათ ეზოებისგან განსხვავებით სვეტები არ ჰქონდა. ამიტომ ზედა სართულის იატაკს უფრო ნაკლები ადგილი ეჭირა, ვიდრე ქვედა და შუა სართულების იატაკებს.
7 გარეთა ქვის კედელი, გარეთა ეზოს მხარეს რომ იყო სასადილო ოთახებთან, რომლებიც სხვა სასადილო ოთახებს გაჰყურებდა, სიგრძით 50 წყრთა იყო. 8 გარეთა ეზოს მხარეს მდებარე სასადილო ოთახების სიგრძე 50 წყრთა იყო, ხოლო ტაძრის მხარეს მდებარე სასადილო ოთახების სიგრძე — 100 წყრთა. 9 სასადილო ოთახებს შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონდა. გარეთა ეზოდან სასადილო ოთახებში ამ შესასვლელით შედიოდნენ.
10 სასადილო ოთახები აღმოსავლეთით მდებარე ქვის კედლის შიგნითაც იყო, ღია სივრცისა და შენობის მახლობლად.+ 11 მათ წინაც ისეთივე დერეფანი იყო, როგორიც ჩრდილოეთით მდებარე სასადილო ოთახების წინ;+ ერთნაირი იყო მათი სიგრძე-სიგანე, გასასვლელებიცა და განლაგებაც. მათი შესასვლელები 12 სამხრეთით მდებარე სასადილო ოთახების შესასვლელების მსგავსი იყო; ერთი შესასვლელი, საიდანაც შედიოდნენ, დერეფნის დასაწყისში იყო იმ მომიჯნავე ქვის კედლის წინ, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებდა.+
13 მან მითხრა: „ჩრდილოეთის სასადილო ოთახები და სამხრეთის სასადილო ოთახები, რომლებიც ღია სივრცეების გვერდითაა განლაგებული,+ წმინდა სასადილო ოთახებია, სადაც მღვდლები, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან, წმინდა შესაწირავს ჭამენ.+ იქ დებენ ისინი წმინდა შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავს, ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმინდაა ის ადგილი.+ 14 სანამ მღვდლები წმინდა ადგილიდან გარეთა ეზოში გავლენ, უნდა გამოიცვალონ ის სამოსი, რომელიც მსახურების დროს ეცმევათ,+ რადგან ეს სამოსი წმინდაა. ისინი სხვა ტანსაცმელს ჩაიცვამენ და ისე გავლენ იქ, სადაც ხალხისთვის ნებადართულია მისვლა“.
15 როცა დაასრულა მან ტაძრის შიგნიდან გაზომვა, გამომიყვანა იმ კარიბჭით, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებდა,+ და მთლიანად გაზომა იქაურობა.
16 გაზომა მან საზომი ლერწმით აღმოსავლეთი მხარე და მისი სიგრძე ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე 500 ლერწამი გამოვიდა;
17 გაზომა ჩრდილოეთი მხარე და მისი სიგრძეც 500 ლერწამი გამოვიდა;
18 გაზომა სამხრეთი მხარე და მისი სიგრძეც 500 ლერწამი გამოვიდა;
19 გაემართა ის დასავლეთი მხარისკენ, გაზომა და მისი სიგრძეც 500 ლერწამი გამოვიდა.
20 მან ოთხივე მხარე გაზომა. ამ ადგილს გარშემო კედელი ჰქონდა შემოვლებული,+ რომლის სიგრძეცა და სიგანეც 500 ლერწამი იყო;+ ეს კედელი წმინდა მიწას ჩვეულებრივისგან ყოფდა.+