საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 მატიანე 19
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

1 მატიანის მოკლე შინაარსი

      • ამონელები შეურაცხყოფენ დავითის მაცნეებს (1—5).

      • გამარჯვება ამონელებსა და სირიელებზე (6—19).

1 მატიანე 19:1

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 10:1-5

1 მატიანე 19:2

სქოლიოები

  • *

    ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

  • *

    ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 9:7
  • +დბ. 19:36, 38

1 მატიანე 19:4

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 19:27

1 მატიანე 19:5

მარგინალური მუხლები

  • +1მფ. 16:34

1 მატიანე 19:6

სქოლიოები

  • *

    ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 14:47; 2სმ. 8:3; 10:6

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საკვლევი ცნობარი“,

1 მატიანე 19:7

მარგინალური მუხლები

  • +იეს. 13:8, 9

1 მატიანე 19:8

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 8:16
  • +2სმ. 10:7, 8; 23:8

1 მატიანე 19:9

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“, გვ. 724

1 მატიანე 19:10

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 10:9-12

1 მატიანე 19:11

მარგინალური მუხლები

  • +1მტ. 11:20, 21

1 მატიანე 19:12

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 8:5

1 მატიანე 19:13

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 31:6; იეს. 1:9

1 მატიანე 19:14

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:7, 8; კნ. 28:7; 2სმ. 10:13, 14

1 მატიანე 19:16

სქოლიოები

  • *

    იგულისხმება ევფრატი.

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 8:3
  • +2სმ. 10:15, 16

1 მატიანე 19:17

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 10:17-19

1 მატიანე 19:19

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 18:39
  • +1მტ. 14:17; ფსალმ. 18:44

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

1 მატ. 19:12სმ. 10:1-5
1 მატ. 19:22სმ. 9:7
1 მატ. 19:2დბ. 19:36, 38
1 მატ. 19:4ლვ. 19:27
1 მატ. 19:51მფ. 16:34
1 მატ. 19:61სმ. 14:47; 2სმ. 8:3; 10:6
1 მატ. 19:7იეს. 13:8, 9
1 მატ. 19:82სმ. 8:16
1 მატ. 19:82სმ. 10:7, 8; 23:8
1 მატ. 19:102სმ. 10:9-12
1 მატ. 19:111მტ. 11:20, 21
1 მატ. 19:122სმ. 8:5
1 მატ. 19:13კნ. 31:6; იეს. 1:9
1 მატ. 19:14ლვ. 26:7, 8; კნ. 28:7; 2სმ. 10:13, 14
1 მატ. 19:162სმ. 8:3
1 მატ. 19:162სმ. 10:15, 16
1 მატ. 19:172სმ. 10:17-19
1 მატ. 19:19ფსალმ. 18:39
1 მატ. 19:191მტ. 14:17; ფსალმ. 18:44
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
ბიბლია
1 მატიანე 19:1-19

მატიანე — წიგნი პირველი

19 ამის შემდეგ მოკვდა ამონელთა მეფე ნახაში და მის ნაცვლად მისი ვაჟი გამეფდა.+ 2 დავითმა თქვა: „სიკეთით* გადავუხდი+ ნახაშის ვაჟს, ხანუნს, იმ სიკეთისთვის*, რაც მამამისმა გამიკეთა!“ გაუგზავნა დავითმა მას მაცნეები, რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო. როცა მივიდნენ დავითის მსახურები ამონელთა+ მიწაზე ხანუნის სანუგეშებლად, 3 უთხრეს ამონელთა მთავრებმა ხანუნს: „გგონია, მამაშენის პატივისცემის გამო გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქვეყნის დასაზვერად და დასაპყრობად არ მოვიდნენ შენთან მისი მსახურები?!“ 4 წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები, გაპარსა ისინი,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა და გაუშვა. 5 შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი და მანაც მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან მეტისმეტად შეურაცხყოფილნი იყვნენ. მეფემ შეუთვალა, იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდითო.

6 მიხვდნენ ამონელები, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ამონელებმა მაცნეები შუამდინარეთში, არამ-მააქასა და ცობაში და 1 000 ტალანტი* ვერცხლი გაატანეს ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად.+ 7 დაიქირავეს მათ 32 000 ეტლი და მააქის მეფე თავისი ხალხით. ისინიც მივიდნენ და მედების+ წინ დაბანაკდნენ. შეიკრიბნენ თავიანთი ქალაქებიდან საბრძოლველად წამოსული ამონელებიც.

8 გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი+ და მთელი ლაშქარი, მათ შორის ყველაზე გულადი მეომრები.+ 9 გავიდნენ ამონელები და ქალაქის შესასვლელთან დაირაზმნენ, მეფეები კი ამ დროს ტრიალ მინდორში განლაგდნენ.

10 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდანაც უტევდა და ზურგიდანაც, ისრაელებს შორის საუკეთესო მებრძოლები შეარჩია და სირიელებთან საბრძოლველად დარაზმა.+ 11 დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას, ჩააბარა, რომ მას ამონელებთან საბრძოლველად დაერაზმა ისინი, 12 და უთხრა: „თუ მე გამიჭირდება სირიელებთან+ გამკლავება, შენ მომეშველე, ხოლო, თუ შენ გაგიჭირდება ამონელებთან ბრძოლა, მე მოგეშველები. 13 უნდა გავმაგრდეთ+ და ვაჟკაცურად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და ღვთის ქალაქების გულისთვის, და ყველაფერი იეჰოვას ნებისამებრ იქნება!“

14 შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს და უკუიქცნენ ისინი.+ 15 როცა დაინახეს ამონელებმა, რომ უკუიქცნენ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. ამის შემდეგ იოაბი იერუსალიმში დაბრუნდა.

16 დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან და მაცნეები გაგზავნეს მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელების მოსაყვანად, რომლებსაც ჰადადეზერის მხედართმთავარი შოფაქი მოუძღოდა.+

17 შეატყობინეს ეს დავითს და მანაც მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და თავისი ჯარი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმა. გავიდა დავითი სირიელებთან საბრძოლველად და ისინიც შეებრძოლნენ მას.+ 18 გაექცნენ სირიელები ისრაელებს. 7 000 მეეტლე და 40 000 ქვეითი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შოფაქიც. 19 დაინახეს ჰადადეზერის მსახურებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან+ და მაშინვე დაუზავდნენ დავითს+ და მისი მორჩილები გახდნენ; მეტად აღარ უცდიათ სირიელებს ამონელების დახმარება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება