საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსაჯულები 15
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

მსაჯულების მოკლე შინაარსი

      • სამსონის შურისძიება ფილისტიმელებზე (1—20).

მსაჯულები 15:2

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:17
  • +მსჯ. 14:11, 20

მსაჯულები 15:6

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:11, 20
  • +მსჯ. 14:15

მსაჯულები 15:7

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:4

მსაჯულები 15:9

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 23:11, 12

მსაჯულები 15:11

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 13:1

მსაჯულები 15:14

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 13:24, 25; 14:5, 6
  • +მსჯ. 16:9, 12

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

მსაჯულები 15:15

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 3:31

მსაჯულები 15:16

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 16:30

მსაჯულები 15:17

სქოლიოები

  • *

    ნიშნავს „ყბის მაღლობს“.

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 15:9

მსაჯულები 15:19

სქოლიოები

  • *

    ნიშნავს „მომხმობის წყაროს“.

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 17:6

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    9/2023, გვ. 4

მსაჯულები 15:20

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 49:16; მსჯ. 2:16; 13:1, 5; 16:31; ებ. 11:32

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

მსაჯ. 15:2მსჯ. 14:17
მსაჯ. 15:2მსჯ. 14:11, 20
მსაჯ. 15:6მსჯ. 14:11, 20
მსაჯ. 15:6მსჯ. 14:15
მსაჯ. 15:7მსჯ. 14:4
მსაჯ. 15:92სმ. 23:11, 12
მსაჯ. 15:11მსჯ. 13:1
მსაჯ. 15:14მსჯ. 13:24, 25; 14:5, 6
მსაჯ. 15:14მსჯ. 16:9, 12
მსაჯ. 15:15მსჯ. 3:31
მსაჯ. 15:16მსჯ. 16:30
მსაჯ. 15:17მსჯ. 15:9
მსაჯ. 15:19გმ. 17:6
მსაჯ. 15:20დბ. 49:16; მსჯ. 2:16; 13:1, 5; 16:31; ებ. 11:32
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
ბიბლია
მსაჯულები 15:1-20

მსაჯულები

15 გავიდა დრო და ხორბლის მკის დროს სამსონი თავისი ცოლის სანახავად წავიდა და თან თიკანი წაიყვანა. თქვა, შევალო ჩემს ცოლთან ოთახში, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. 2 უთხრა ქალის მამამ: „მეგონა, მოიძულე ის+ და შენს ერთ-ერთ მაყარს მივათხოვე.+ უმცროსი და არ სჯობია მას?! მის ნაცვლად ის წაიყვანე!“ 3 სამსონმა თქვა: „ახლა ნამდვილად ვერ დამძრახავენ ფილისტიმელები, თუ მათ შავ დღეში ჩავყრი!“

4 წავიდა სამსონი და 300 მელა დაიჭირა; აიღო ჩირაღდნები, მელიები ერთმანეთს კუდებით გადააბა და კუდებს შორის თითო ჩირაღდანი ჩააყოლა; 5 ჩირაღდნებს ცეცხლი მოუკიდა და მელიები ფილისტიმელთა ყანებში გაუშვა. ასე გადაწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის კორომებიც.

6 ფილისტიმელებმა იკითხეს, ეს ვინ ჩაიდინაო. უთხრეს, სამსონმა, თიმნელის სიძემ, რადგან სიმამრმა მისი ცოლი ერთ-ერთ მაყარს მიათხოვაო.+ წავიდნენ ფილისტიმელები და ის ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს.+ 7 სამსონმა უთხრა მათ: „რაკი ასე იქცევით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენზე შურს არ ვიძიებ!“+ 8 ერთი მეორის მიყოლებით ყველა დახოცა. წავიდა და ეტამის კლდის გამოქვაბულში დასახლდა.

9 ავიდნენ ფილისტიმელები იუდაში და იქ დაბანაკდნენ; ლეხთან დათარეშობდნენ.+ 10 იუდეველებმა ჰკითხეს მათ, ჩვენთან რატომ ამოხვედითო. მათ მიუგეს, სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რომ მასაც იგივე დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართაო. 11 ჩავიდა 3 000 კაცი იუდადან ეტამის კლდის გამოქვაბულთან და სამსონს უთხრა: „არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე?!+ ეს რა გვიყავი?!“ მან მიუგო: „როგორც ისინი მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი!“ 12 მათ უთხრეს: „შენ შესაპყრობად ჩამოვედით, რომ ფილისტიმელებს გადაგცეთ“. სამსონმა მიუგო: „შემომფიცეთ, რომ ჩემს მოკვლას არ შეეცდებით“. 13 მათ უთხრეს: „არა, მხოლოდ შეგბოჭავთ და მათ გადაგცემთ; მოკვლით არ მოგკლავთ“.

შეკრეს იგი ორი ახალი თოკით და წამოიყვანეს გამოქვაბულიდან. 14 როცა ლეხთან მივიდა, ფილისტიმელებმა მის დანახვაზე ყიჟინა დასცეს. ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული;+ მკლავებზე შემოხვეული თოკები დამწვარი სელის ძაფებივით დაწყვიტა და გაითავისუფლა ხელები.+ 15 დაინახა ვირის ყბა, სტაცა ხელი და 1 000 კაცი მოკლა ვირის ყბით.+ 16 სამსონმა თქვა:

„გროვები დავახვავე ვირის ყბით,

ვირის ყბით მოვკალი ათასი!“+

17 ეს რომ თქვა, მოისროლა ყბა და იმ ადგილს რამათ-ლეხი*+ უწოდა. 18 ძალიან მოსწყურდა და მოუხმო იეჰოვას: „შენ მომაპოვებინე ეს დიდებული გამარჯვება მე, შენს მსახურს. ახლა კი წყურვილით უნდა მოვკვდე და წინადაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?!“ 19 ღმერთმა ნაპრალი გააჩინა ლეხში, საიდანაც წყალი გადმოვიდა;+ დალია მან, სული მოითქვა და გამოცოცხლდა. ამიტომ დაარქვა იმ ადგილს ენ-ჰაკორე*; ის დღემდე ლეხშია.

20 ფილისტიმელთა დროს 20 წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება