იობი
40 შემდეგ იეჰოვამ იობს უთხრა:
2 „განა შარს უნდა სდებდეს კაცი ყოვლისშემძლეს და უნდა ედავებოდეს?!+
ვისაც ღვთის მხილება სურს, მან მიპასუხოს“.+
3 იობმა იეჰოვას მიუგო:
რა გიპასუხო?!
პირზე მაქვს ხელი აფარებული.+
5 ერთხელ ვილაპარაკე, მაგრამ ახლა აღარაფერს ვიტყვი,
მეორედაც, მაგრამ აღარაფერს დავუმატებ“.
6 იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან უთხრა:+
8 ეჭვქვეშ დააყენებ ჩემს სამართალს?!
მე დამდებ ბრალს, შენ რომ მართალი გამოხვიდე?!+
10 აბა შეიმოსე აღმატებულებითა და დიდებით,
ღირსებითა და სიდიადით!
11 აბა განრისხდი,
დაინახე, ვინ არის ამპარტავანი, და დაამცირე;
12 დაინახე, ვინ არის ამპარტავანი, და დაამდაბლე,
ბოროტები კი ადგილზევე გათელე.
13 აბა ყველა ჩამარხე მიწაში
და შებორკე წყვდიადში.
14 ამის მერე კი ვაღიარებ,
რომ შენს მარჯვენას შენი ხსნა შესძლებია.
15 აი, ბეჰემოთი, რომელიც ჩემი შექმნილია, როგორც შენ.
ხარივით ჭამს ბალახს.
16 ნახე, რა ძალა აქვს თეძოებში
და რა ძლიერია მისი მუცლის კუნთები.
17 კედარივით მაგარი კუდი აქვს
და ჩაწნულია მისი ბარძაყის ძარღვები.
18 მისი ძვლები სპილენძის მილებია,
კიდურები რკინის კვერთხებივით აქვს.
19 თავის სახეობათა შორის ის ღვთის პირველი ქმნილებაა;
მისი განგმირვა მახვილით მხოლოდ მის შემქმნელს შეუძლია.
20 მას ასაზრდოებენ მთები,
სადაც გარეული ცხოველები თამაშობენ.
21 წვება ეკლიანი ბუჩქის ძირას,
ლერწმებსა და ჭაობებში;
22 ეკლიანი ბუჩქი ჩრდილავს მას
და ხევის ვერხვები არტყია გარს.
23 მდინარე რომ ბობოქრობს, არ ეშინია;
იორდანე+ რომ ასკდება მას, მაშინაც მშვიდადაა.
24 დაიჭერს ბეჰემოთს ის, ვინც წინ დაუდგება
ან გამოსდებს მას ცხვირში კაუჭს?!“