ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი.
47 ტაში შემოჰკარით, ხალხებო!
შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;
5 მხიარული ყიჟინის დროს ამაღლდა ღმერთი,
საყვირის ხმაზე ამაღლდა იეჰოვა.
6 უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ!
უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ!
ღმერთი ზის თავის წმინდა ტახტზე.
9 შეკრებილან ხალხთა წინამძღოლნი
აბრაამის ღვთის ხალხთან ერთად.
ვინაიდან ღმერთს ეკუთვნიან დედამიწის მმართველნი,
დიდად აღზევებულია იგი.+