საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ეზეკიელი 31
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ეზეკიელის მოკლე შინაარსი

      • ეგვიპტის, ტანმაღალი კედრის, დაცემა (1—18).

ეზეკიელი 31:2

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 46:2; ეზკ. 29:2

ეზეკიელი 31:8

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 2:8; ეზკ. 28:12, 13

ეზეკიელი 31:11

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 30:10, 11; აბკ. 1:6

ეზეკიელი 31:12

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 32:5, 6

ეზეკიელი 31:13

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 29:5; 32:4

ეზეკიელი 31:15

სქოლიოები

  • *

    ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ეზეკიელი 31:16

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 31:9

ეზეკიელი 31:17

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 32:18, 20
  • +ეზკ. 30:6; 32:31

ეზეკიელი 31:18

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 31:9; 32:19

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

ეზეკ. 31:2იერ. 46:2; ეზკ. 29:2
ეზეკ. 31:8დბ. 2:8; ეზკ. 28:12, 13
ეზეკ. 31:11ეზკ. 30:10, 11; აბკ. 1:6
ეზეკ. 31:12ეზკ. 32:5, 6
ეზეკ. 31:13ეზკ. 29:5; 32:4
ეზეკ. 31:16ეზკ. 31:9
ეზეკ. 31:17ეზკ. 32:18, 20
ეზეკ. 31:17ეზკ. 30:6; 32:31
ეზეკ. 31:18ეზკ. 31:9; 32:19
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
ბიბლია
ეზეკიელი 31:1-18

ეზეკიელი

31 მე-11 წელს, მე-3 თვის პირველ დღეს, კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, გადაეცი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ხალხს:+

„ვინ შეგედრება თავისი სიდიადით?!

 3 ასურელივით ხარ, ლიბანის კედარივით,

ლამაზი ტოტები, ხშირი ფოთლები რომ ჰქონდა საჩრდილობლად, ტანმაღალი რომ იყო

და კენწეროთი ღრუბლებს სწვდებოდა.

 4 წყალმა გაზარდა, ღრმა წყლებმა გაამაღლა.

ნაკადულები გარს უვლიდა იმ ადგილს, სადაც დარგული იყო;

მათი ნაკადებით ირწყვებოდა მინდვრის ხეები.

 5 აიყარა ტანი მინდვრის სხვა ხეებზე მეტად და დაიტოტა,

რადგან წყალუხვი ნაკადულებით ირწყვებოდა.

 6 მის ტოტებზე ბუდობდა ცის ყველა ფრინველი,

მის ტოტებქვეშ შობდა მინდვრის ყველა მხეცი თავ-თავის ნაშიერს

და მის ჩრდილს აფარებდა თავს ყველა მრავალრიცხოვანი ერი.

 7 ხე თვალწარმტაცი იყო და დიდი ტოტები ჰქონდა,

რადგან ფესვები ღრმა წყლებში ჰქონდა გადგმული.

 8 მას ღვთის ბაღის+ კედრებიც კი ვერ უტოლდებოდა;

მისნაირი ტოტები არცერთ ღვიას არ ჰქონდა,

არც ჭადრებს ჰქონდათ მისნაირი ტოტები.

ღვთის ბაღში არ იყო ხე მისი სადარი.

 9 ფოთლებით შევმოსე და დავამშვენე;

ედემში, ღვთის ბაღში, მდგარ ყველა ხეს შურდა მისი“.

10 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ისე აიყარა ტანი, რომ კენწეროთი ღრუბლებს მისწვდა და თავისმა სიმაღლემ გაადიდგულა, 11 ხალხთა ძლევამოსილ მმართველს ჩავუგდებ ხელში,+ რომელიც მის წინააღმდეგ იმოქმედებს. მოვიძულებ მას მისი ბოროტების გამო. 12 უცხოტომელები, ხალხთა შორის უსასტიკესნი, მოჭრიან მას და მთებზე მიატოვებენ; მისი ფოთლები ველებზე მიმოიფანტება და მისი ტოტები იმ მიწის ნაკადულებში ჩაიყრება.+ გამოვა მისი ჩრდილიდან დედამიწის ყველა ხალხი და მიატოვებს მას. 13 წაქცეულ ხეზე ცის ფრინველები დაიბუდებენ და მის ტოტებს მინდვრის მხეცები შეაფარებენ თავს.+ 14 ეს იმიტომ მოხდება, რომ წყლის სიახლოვეს მდგომმა არცერთმა ხემ არ აიყაროს ტანი, კენწეროთი ღრუბლებს არ მისწვდეს და სიმაღლით არცერთი მორწყული ხე არ გაუტოლდეს მას; ისინი დაიხოცებიან, მიწის სიღრმეში აღმოჩნდებიან სამარეში ჩამავალი კაცთა მოდგმის გვერდით“.

15 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გლოვას მოჰყვებიან იმ დღეს, როცა ის სამარეში* ჩავა; გადავკეტავ ღრმა წყლებს და შევაკავებ მის ნაკადებს, რათა შეწყვიტონ წყლებმა დინება; მის გამო დავაბნელებ ლიბანს და გავახმობ მინდვრის ყველა ხეს. 16 როცა ჩავიყვან მას სამარეში იქ ჩამსვლელებთან ერთად, შეზანზარდებიან ხალხები მისი დაცემის ხმაზე, და ედემის ყველა ხე,+ ლიბანის გამორჩეული, საუკეთესო ხეები, რომლებიც ირწყვებიან, მიწის სიღრმეში ნუგეშცემულნი იქნებიან. 17 ისინი მახვილით დახოცილებთან+ ჩავიდნენ სამარეში მასთან და მის მომხრეებთან ერთად, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხთა შორის.+

18 ედემის ბაღის რომელი ხე გიტოლდებოდა დიდებითა და სიდიადით?!+ მაგრამ მიწაში ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად; წინადაუცვეთელებს, მახვილით დახოცილებს მიუწვები სამარეში. აი, რა დაემართება ფარაონსა და მის ხალხს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება