საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 სამუელი 10
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

1 სამუელის მოკლე შინაარსი

      • საულის მეფედ ცხება (1—16).

      • საულის წარდგენა ხალხისთვის (17—27).

1 სამუელი 10:1

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 16:13; 2მფ. 9:2, 3
  • +გმ. 19:5; კნ. 32:9
  • +1სმ. 9:16; სქ. 13:21

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „მიჰბაძეთ“, გვ. 73

    „საგუშაგო კოშკი“,

    1/1, გვ. 27

  • პუბლიკაციების საძიებელი

    ia 73; w11 1/1 27

1 სამუელი 10:2

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 35:19
  • +1სმ. 9:3, 5

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

1 სამუელი 10:3

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 28:19, 22

1 სამუელი 10:6

მარგინალური მუხლები

  • +რც. 11:25
  • +1სმ. 10:10

1 სამუელი 10:8

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 7:15, 16; 11:14

1 სამუელი 10:10

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:5, 6; 1სმ. 11:6; 16:13
  • +1სმ. 10:6; 19:23

1 სამუელი 10:12

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 19:24

1 სამუელი 10:14

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 9:3

1 სამუელი 10:17

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 7:5

1 სამუელი 10:18

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 13:14; კნ. 4:34

1 სამუელი 10:19

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 8:7; 12:12

1 სამუელი 10:20

მარგინალური მუხლები

  • +იეს. 7:16-18; სქ. 1:24
  • +1სმ. 9:21

1 სამუელი 10:21

მარგინალური მუხლები

  • +სქ. 13:21

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

1 სამუელი 10:22

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 1:1; 20:18, 28; 1სმ. 23:2

1 სამუელი 10:23

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 9:2

1 სამუელი 10:24

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 17:14, 15; 1სმ. 9:17

1 სამუელი 10:25

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 8:11-18

1 სამუელი 10:26

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    12/15, გვ. 10

1 სამუელი 10:27

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 11:12
  • +1მფ. 10:1, 10; 2მტ. 17:5

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

1 სამ. 10:11სმ. 16:13; 2მფ. 9:2, 3
1 სამ. 10:1გმ. 19:5; კნ. 32:9
1 სამ. 10:11სმ. 9:16; სქ. 13:21
1 სამ. 10:2დბ. 35:19
1 სამ. 10:21სმ. 9:3, 5
1 სამ. 10:3დბ. 28:19, 22
1 სამ. 10:6რც. 11:25
1 სამ. 10:61სმ. 10:10
1 სამ. 10:81სმ. 7:15, 16; 11:14
1 სამ. 10:10მსჯ. 14:5, 6; 1სმ. 11:6; 16:13
1 სამ. 10:101სმ. 10:6; 19:23
1 სამ. 10:121სმ. 19:24
1 სამ. 10:141სმ. 9:3
1 სამ. 10:171სმ. 7:5
1 სამ. 10:18გმ. 13:14; კნ. 4:34
1 სამ. 10:191სმ. 8:7; 12:12
1 სამ. 10:20იეს. 7:16-18; სქ. 1:24
1 სამ. 10:201სმ. 9:21
1 სამ. 10:21სქ. 13:21
1 სამ. 10:22მსჯ. 1:1; 20:18, 28; 1სმ. 23:2
1 სამ. 10:231სმ. 9:2
1 სამ. 10:24კნ. 17:14, 15; 1სმ. 9:17
1 სამ. 10:251სმ. 8:11-18
1 სამ. 10:271სმ. 11:12
1 სამ. 10:271მფ. 10:1, 10; 2მტ. 17:5
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
ბიბლია
1 სამუელი 10:1-27

სამუელი — წიგნი პირველი

10 აიღო სამუელმა დოქით ზეთი, თავზე დაასხა საულს,+ ეამბორა და უთხრა: «იეჰოვამ გცხო თავისი ხალხის+ წინამძღოლად.+ 2 დღეს, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან+ ბენიამინის მიწაზე, ცელცახთან; ისინი გეტყვიან: „იპოვეს ვირები, რომელთა საძებნელადაც იყავი წასული, მაგრამ თქვენზე დარდით სულ გადაავიწყდა მამაშენს ვირები.+ ამბობს, სად მოვძებნოო ჩემი შვილი“. 3 გასცდები იმ ადგილს და მიადგები დიდ ხეს თაბორში, სადაც ღვთის თაყვანსაცემად ბეთელისკენ+ მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი ეყოლება თან, მეორეს სამი პური ექნება და მესამეს — ღვინო დიდი დოქით. 4 მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართვი. 5 მიხვალთ ღვთის გორასთან, სადაც ფილისტიმელთა ჯარი დგას. ქალაქში რომ შეხვალ, შეხვდები სათაყვანო მაღლობიდან მომავალ წინასწარმეტყველთა ჯგუფს. ისინი იწინასწარმეტყველებენ, მათ წინ კი დაირაზე, სალამურზე, ქნარსა თუ სხვა სიმებიან საკრავებზე დამკვრელები ივლიან. 6 ამოქმედდება შენზე იეჰოვას სული,+ შენც მათთან ერთად დაიწყებ წინასწარმეტყველებას და სხვა კაცად იქცევი.+ 7 როცა ეს ნიშნები აგიხდება, ის გააკეთე, რაც ძალგიძს, რადგან ღმერთია შენთან. 8 ჩემზე ადრე ჩადი გილგალში,+ მერე კი მეც ჩამოვალ დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად. შვიდი დღე დამელოდე, სანამ არ მოვალ და არ გეტყვი, როგორ მოიქცე».

9 როგორც კი გამობრუნდა სამუელისგან, ღმერთმა ახალი სული ჩაუდგა; ყველა ნიშანი აუხდა იმ დღეს, რაც სამუელმა უთხრა. 10 მივიდნენ გორასთან და წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდნენ. მაშინვე ამოქმედდა მასზე ღვთის სული+ და მათთან ერთად დაიწყო წინასწარმეტყველება.+ 11 ვინც მას იცნობდა და დაინახა, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად წინასწარმეტყველებდა, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რა დაემართა კიშის ვაჟს? საული და წინასწარმეტყველი?!“ 12 ერთმა იქაურმა კაცმა თქვა: „ამ წინასწარმეტყველთა მამები ვინღა იყვნენ?“ მას შემდეგ არსებობს გამოთქმა: „საული და წინასწარმეტყველიო?!“+

13 როცა წინასწარმეტყველებას მორჩა, სათაყვანო მაღლობზე ავიდა. 14 მოგვიანებით საულის მამის ძმამ მას და მის მსახურს ჰკითხა, სად იყავითო. მან მიუგო, ვირების საძებნელად წავედით,+ მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ამიტომ სამუელთან მივედითო. 15 მაშინ ბიძამ სთხოვა, მომიყევით, რა გითხრათო სამუელმა. 16 საულმა მიუგო: „გვითხრა, უკვე იპოვესო ვირები“. თუმცა ის არ უთქვამს, რომ სამუელი მეფობაზე ელაპარაკა.

17 მოუხმო სამუელმა ისრაელებს იეჰოვასთან მიცფაში+ 18 და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან.+ 19 თქვენ კი დღეს უარყოფთ თქვენს ღმერთს,+ რომელმაც გიხსნათ ბოროტებისა და გასაჭირისგან, და ამბობთ, მეფე დაგვიყენეო! დადექით ახლა იეჰოვას წინაშე ტომთა და შტოთა მიხედვით!“»

20 გამოიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი+ და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.+ 21 მერე ბენიამინის ტომი გამოიყვანა შტოების მიხედვით და მატრიელთა შტოს ხვდა წილი, ბოლოს კი — კიშის ვაჟ საულს.+ ეძებეს იგი, მაგრამ ვერსად იპოვეს. 22 ჰკითხეს იეჰოვას:+ „მოსულია ის კაცი?“ იეჰოვამ მიუგო: „აი ბარგსაა ამოფარებული!“ 23 გაიქცნენ და გამოიყვანეს. ხალხში რომ ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+ 24 უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ?+ მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი!“ ხალხმა შესძახა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“

25 უთხრა სამუელმა ხალხს, რას მოსთხოვდა მათ მეფე,+ წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო. ამის შემდეგ სამუელმა ყველა თავ-თავის სახლში გაუშვა. 26 საულიც შინ გაბრუნდა გიბაში. თან გაჰყვნენ მამაცი მეომრები, რომელთაც იეჰოვამ აღუძრა ამის სურვილი. 27 თუმცა ზოგი უვარგისი კაცი ამბობდა, ამან როგორ უნდა გვიხსნასო.+ არაფრად ჩააგდეს იგი და არც ძღვენი მიართვეს,+ მას კი არაფერი უთქვამს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება