საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსაჯულები 14
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

მსაჯულების მოკლე შინაარსი

      • მსაჯულ სამსონს ფილისტიმელი ქალის შერთვა უნდა (1—4).

      • იეჰოვას სულით სამსონი კლავს ლომს (5—9).

      • სამსონის გამოცანა (10—19).

      • სამსონის ცოლს სხვაზე ათხოვებენ (20).

მსაჯულები 14:3

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 7:3

მსაჯულები 14:4

სქოლიოები

  • *

    სავარაუდოდ, იგულისხმება ღმერთი.

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 13:1

მსაჯულები 14:6

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 13:24, 25

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    1/15, გვ. 31

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w05 1/15 31

მსაჯულები 14:7

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:2

მსაჯულები 14:8

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 24:67; მთ. 1:24

მსაჯულები 14:9

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

მსაჯულები 14:14

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:8, 9

მსაჯულები 14:15

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 16:5

მსაჯულები 14:16

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 16:15

მსაჯულები 14:17

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 16:16, 18

მსაჯულები 14:18

სქოლიოები

  • *

    ან შესაძლოა: „სანამ იგი შიდა ოთახში შევიდოდა“.

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:14
  • +მსჯ. 14:15

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

მსაჯულები 14:19

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 13:24, 25; 14:6; 15:14
  • +იეს. 13:2, 3; მსჯ. 1:18
  • +მსჯ. 14:12

მსაჯულები 14:20

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 14:2
  • +მსჯ. 14:11; 15:1, 2

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

მსაჯ. 14:3კნ. 7:3
მსაჯ. 14:4მსჯ. 13:1
მსაჯ. 14:6მსჯ. 13:24, 25
მსაჯ. 14:7მსჯ. 14:2
მსაჯ. 14:8დბ. 24:67; მთ. 1:24
მსაჯ. 14:14მსჯ. 14:8, 9
მსაჯ. 14:15მსჯ. 16:5
მსაჯ. 14:16მსჯ. 16:15
მსაჯ. 14:17მსჯ. 16:16, 18
მსაჯ. 14:18მსჯ. 14:14
მსაჯ. 14:18მსჯ. 14:15
მსაჯ. 14:19მსჯ. 13:24, 25; 14:6; 15:14
მსაჯ. 14:19იეს. 13:2, 3; მსჯ. 1:18
მსაჯ. 14:19მსჯ. 14:12
მსაჯ. 14:20მსჯ. 14:2
მსაჯ. 14:20მსჯ. 14:11; 15:1, 2
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
ბიბლია
მსაჯულები 14:1-20

მსაჯულები

14 ჩავიდა სამსონი თიმნაში და ნახა ერთი ფილისტიმელი ქალი. 2 მივიდა თავის დედ-მამასთან და უთხრა, თიმნაში ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე და ცოლად მომიყვანეთო. 3 დედ-მამამ უთხრა მას: „დაილია ქალი შენს ნათესავებსა და ჩვენს ხალხს შორის,+ წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ არ მოიყვანო ცოლი?!“ სამსონმა კი უთხრა მამამისს, ის მომიყვანე, მე ის მომწონსო. 4 მამამისი და დედამისი ვერ მიხვდნენ, რომ ეს იეჰოვასგან იყო; ის* ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, რომ ფილისტიმელებს შებრძოლებოდა, რადგან იმ დროს ისინი ისრაელზე ბატონობდნენ.+

5 ჩავიდა სამსონი თიმნაში დედ-მამასთან ერთად. მიუახლოვდა თიმნის ვენახებს და რას ხედავს! ლომი ღრიალით მოემართება მისკენ. 6 ამოქმედდა სამსონზე იეჰოვას სული+ და ლომი შიშველი ხელებით თიკანივით გაგლიჯა შუაზე. არ უთქვამს დედ-მამისთვის, რაც გააკეთა. 7 ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს; კიდევ უფრო მოიხიბლა სამსონი მისით.+

8 რამდენიმე ხანში სამსონი მის წამოსაყვანად დაბრუნდა+ და გზად ლომის ლეშის სანახავად გადაუხვია; შიგ ფუტკრები და თაფლი ნახა. 9 გამოფხიკა თაფლი, ხელის გულზე დაიდო და გზადაგზა ჭამდა. დედ-მამას რომ დაეწია, მათაც აჭამა, მაგრამ არ უთქვამს, რომ თაფლი ლომის ლეშიდან გამოიღო.

10 მივიდა სამსონი მამამისთან ერთად იმ ქალთან და გამართა ნადიმი, რადგან ასე იქცეოდნენ ხოლმე ვაჟები. 11 როცა დაინახეს იგი, მაშინვე მიუყვანეს 30 მაყარი მხლებლებად. 12 უთხრა მათ სამსონმა: „ერთ გამოცანას გეტყვით. თუ შვიდდღიანი ნადიმის დროს გამოიცნობთ, 30 ხელ სელის საცვალსა და 30 ხელ ტანსაცმელს მოგცემთ, 13 თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით 30 ხელი სელის საცვალი და 30 ხელი ტანსაცმელი“. მათ მიუგეს, გვითხარი შენი გამოცანა, მოგისმენთო. 14 მან უთხრა:

„მჭამელისგან საჭმელი გამოვიდა

და ძლიერისგან — ტკბილი“.+

სამი დღის მანძილზე ვერ გამოიცნეს გამოცანა. 15 მეოთხე დღეს უთხრეს მათ სამსონის ცოლს: „ათქმევინე შენს ქმარს+ გამოცანის ახსნა, თორემ ცეცხლში დაგწვავთ შენც და მამაშენის სახლეულობასაც. იმიტომ მოგვიწვიეთ, რომ გაგვძარცვოთ?!“ 16 მოჰყვა ტირილს სამსონის ცოლი: „გძულვარ, არ გიყვარვარ!+ გამოცანა გითქვამს ჩემი ხალხისთვის, პასუხს კი არ მეუბნები“. მან მიუგო: „საკუთარი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ გეტყვი?!“ 17 შვიდდღიანი ნადიმის დასრულებამდე ტიროდა ქალი, და მეშვიდე დღეს გაუმხილა სამსონმა, რადგან თავი მოაბეზრა. მან კი თავის ხალხს უთხრა გამოცანის ახსნა.+ 18 მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე*, ქალაქში მცხოვრებმა კაცებმა უთხრეს მას:

„რა არის თაფლზე ტკბილი

და ლომზე ძლიერი?!“+

მან მიუგო:

„ჩემი დეკეულით რომ არ მოგეხნათ,+

ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას!“

19 ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული,+ ჩავიდა იგი აშკელონში,+ დახოცა 30 კაცი, წამოიღო მათი ტანსაცმელი და მისცა მათ, ვინც გამოცანის ახსნა უთხრა,+ თავად კი გაცეცხლებული წავიდა მამამისის სახლში.

20 სამსონის ცოლი+ მისმა თანმხლებმა ერთ-ერთმა მაყარმა შეირთო.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება