საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2 სამუელი 19
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

2 სამუელის მოკლე შინაარსი

      • დავითი დასტირის აბესალომს (1—4).

      • იოაბი კიცხავს დავითს (5—8ა).

      • დავითი ბრუნდება იერუსალიმში (8ბ—15).

      • შიმეი პატიებას ითხოვს (16—23).

      • მეფიბოშეთის უდანაშაულობა (24—30).

      • მეფეს ბარზილაისთვის პატივის მიგება სურს (31—40).

      • დავა ტომებს შორის (41—43).

2 სამუელი 19:1

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 18:5, 14

2 სამუელი 19:3

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 17:24

2 სამუელი 19:4

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 18:33

2 სამუელი 19:5

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 3:2-5; 5:14-16
  • +2სმ. 13:1
  • +2სმ. 5:13; 15:16

2 სამუელი 19:8

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 18:17

2 სამუელი 19:9

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 17:50; 18:7; 19:5; 2სმ. 5:25; 8:5
  • +2სმ. 15:14

2 სამუელი 19:10

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 15:10, 12
  • +2სმ. 18:14

2 სამუელი 19:11

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 8:17; 15:25; 1მფ. 1:8
  • +1სმ. 22:20; 30:7; 2სმ. 15:24; 1მტ. 15:11, 12
  • +2სმ. 2:4

2 სამუელი 19:13

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 17:25; 1მტ. 2:16, 17
  • +2სმ. 8:16; 18:5, 14

2 სამუელი 19:15

მარგინალური მუხლები

  • +იეს. 5:9; 1სმ. 11:14

2 სამუელი 19:16

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 16:5; 1მფ. 2:8, 9

2 სამუელი 19:17

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 9:2, 10; 16:1

2 სამუელი 19:18

სქოლიოები

  • *

    ან შესაძლოა: „გავიდნენ ისინი“.

2 სამუელი 19:19

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 16:5

2 სამუელი 19:21

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 23:18
  • +2სმ. 2:18
  • +გმ. 22:28; 2სმ. 16:7; 1მფ. 21:13

2 სამუელი 19:22

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 3:39; 16:10

2 სამუელი 19:23

მარგინალური მუხლები

  • +1მფ. 2:8, 9

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

2 სამუელი 19:24

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 9:3, 6; 16:3, 4

2 სამუელი 19:25

სქოლიოები

  • *

    ან შესაძლოა: „იერუსალიმიდან“.

2 სამუელი 19:26

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 4:4
  • +2სმ. 9:9

2 სამუელი 19:27

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 19:16; 2სმ. 16:3

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

2 სამუელი 19:28

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 9:7-10

2 სამუელი 19:29

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 16:4

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    8/2018, გვ. 6

    „საგუშაგო კოშკი“,

    5/15, გვ. 18

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w18.08 6; w05 5/15 18

2 სამუელი 19:31

მარგინალური მუხლები

  • +2სმ. 17:27-29; 1მფ. 2:7

2 სამუელი 19:32

მარგინალური მუხლები

  • +იგ. 3:27

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    9/2018, გვ. 9

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w18.09 9

2 სამუელი 19:33

მარგინალური მუხლები

  • +იგ. 11:25

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    7/15, გვ. 14

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w07 7/15 14

2 სამუელი 19:34

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    7/15, გვ. 14

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w07 7/15 14

2 სამუელი 19:35

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 90:10
  • +ეკ. 2:8

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    9/2018, გვ. 9-10

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    1/2017, გვ. 23

    „საგუშაგო კოშკი“,

    7/15, გვ. 14-15

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w18.09 9—10; w17.01 23; w07 7/15 14—15

2 სამუელი 19:37

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 50:13
  • +1მფ. 2:7

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    7/15, გვ. 14-15

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w07 7/15 14—15

2 სამუელი 19:39

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 31:55; 1სმ. 20:41; სქ. 20:37

2 სამუელი 19:40

მარგინალური მუხლები

  • +1სმ. 11:14
  • +2სმ. 2:4

2 სამუელი 19:41

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 8:1; 12:1; 2სმ. 19:15

2 სამუელი 19:42

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 78:68, 70

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

2 სამ. 19:12სმ. 18:5, 14
2 სამ. 19:32სმ. 17:24
2 სამ. 19:42სმ. 18:33
2 სამ. 19:52სმ. 3:2-5; 5:14-16
2 სამ. 19:52სმ. 13:1
2 სამ. 19:52სმ. 5:13; 15:16
2 სამ. 19:82სმ. 18:17
2 სამ. 19:91სმ. 17:50; 18:7; 19:5; 2სმ. 5:25; 8:5
2 სამ. 19:92სმ. 15:14
2 სამ. 19:102სმ. 15:10, 12
2 სამ. 19:102სმ. 18:14
2 სამ. 19:112სმ. 8:17; 15:25; 1მფ. 1:8
2 სამ. 19:111სმ. 22:20; 30:7; 2სმ. 15:24; 1მტ. 15:11, 12
2 სამ. 19:112სმ. 2:4
2 სამ. 19:132სმ. 17:25; 1მტ. 2:16, 17
2 სამ. 19:132სმ. 8:16; 18:5, 14
2 სამ. 19:15იეს. 5:9; 1სმ. 11:14
2 სამ. 19:162სმ. 16:5; 1მფ. 2:8, 9
2 სამ. 19:172სმ. 9:2, 10; 16:1
2 სამ. 19:192სმ. 16:5
2 სამ. 19:212სმ. 23:18
2 სამ. 19:212სმ. 2:18
2 სამ. 19:21გმ. 22:28; 2სმ. 16:7; 1მფ. 21:13
2 სამ. 19:222სმ. 3:39; 16:10
2 სამ. 19:231მფ. 2:8, 9
2 სამ. 19:242სმ. 9:3, 6; 16:3, 4
2 სამ. 19:262სმ. 4:4
2 სამ. 19:262სმ. 9:9
2 სამ. 19:27ლვ. 19:16; 2სმ. 16:3
2 სამ. 19:282სმ. 9:7-10
2 სამ. 19:292სმ. 16:4
2 სამ. 19:312სმ. 17:27-29; 1მფ. 2:7
2 სამ. 19:32იგ. 3:27
2 სამ. 19:33იგ. 11:25
2 სამ. 19:35ფსალმ. 90:10
2 სამ. 19:35ეკ. 2:8
2 სამ. 19:37დბ. 50:13
2 სამ. 19:371მფ. 2:7
2 სამ. 19:39დბ. 31:55; 1სმ. 20:41; სქ. 20:37
2 სამ. 19:401სმ. 11:14
2 სამ. 19:402სმ. 2:4
2 სამ. 19:41მსჯ. 8:1; 12:1; 2სმ. 19:15
2 სამ. 19:42ფსალმ. 78:68, 70
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
ბიბლია
2 სამუელი 19:1-43

სამუელი — წიგნი მეორე

19 შეატყობინეს იოაბს, დასტირის და გლოვობსო მეფე აბესალომს.+ 2 გამარჯვების დღე გლოვის დღედ ექცა მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, მეფე შვილს გლოვობსო. 3 იმ დღეს ჩუმად შეიპარა ხალხი ქალაქში,+ ისე როგორც ბრძოლიდან გამოქცეული, შერცხვენილი ხალხი მიიპარება ხოლმე. 4 დაიფარა მეფემ სახე და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“+

5 შევიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: „დღეს შენ გამო დარცხვენილია ყველა შენი მსახური, რომლებმაც გადაგარჩინეს შენც, შენი ვაჟებიც,+ ასულებიც,+ ცოლებიცა და ხარჭებიც!+ 6 შენი მოძულენი გყვარებია და შენი მოყვარულნი გძულებია, რადგან დღეს გამოჩნდა, რომ არაფრად გიღირს არც შენი მთავრები და არც შენი მსახურები! ვხედავ, გერჩივნა, აბესალომი ცოცხალი გყოლოდა და ჩვენ ყველანი დავხოცილიყავით! 7 ადექი, წადი და გაამხნევე შენი მსახურები, რადგან, თუ არ წახვალ, იეჰოვას ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ; ეს კი იმაზე უარესი იქნება, რაც სიყმაწვილიდან დღემდე დაგმართნია!“ 8 ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა; აცნობეს ხალხს, კარიბჭესთან ზისო მეფე, და მივიდა მთელი ხალხი მეფესთან.

დამარცხებული ისრაელები უკვე თავ-თავიანთ სახლებში გაქცეულიყვნენ.+ 9 ბჭობდა ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრებისგან,+ მან დაგვიხსნა ფილისტიმელთა ხელიდან, ახლა კი აბესალომს გაექცა ქვეყნიდან.+ 10 აბესალომი კი, ჩვენს მეფედ რომ ვცხეთ,+ ბრძოლაში დაიღუპა.+ ჰოდა, ახლა რატომ არაფერს იღონებთ მეფის დასაბრუნებლად?!“

11 მეფე დავითმა შეუთვალა მღვდლებს, ცადოკსა+ და აბიათარს:+ «უთხარით იუდას+ უხუცესებს: „მთელი ისრაელის ნათქვამი მიუვიდა მეფეს თავის სამყოფელში და თქვენ რატომღა აყოვნებთ სასახლეში მის დაბრუნებას? 12 ჩემი ძმები ხართ, ჩემი სისხლი და ხორცი და რაღა თქვენ ითრევთ ფეხს?!“ 13 ამასას+ უთხარით: „ჩემი სისხლი და ხორცი არა ხარ?! ღმერთმა დამსაჯოს, თუ ამიერიდან იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი!“»+

14 უკლებლივ ყველას გული მოიგო მან იუდაში; შეუთვალეს მათ მეფეს, დაბრუნდიო შენს მსახურებთან ერთად.

15 წამოვიდა მეფე და მიადგა იორდანეს. იუდეველები გილგალში+ ჩავიდნენ, რომ შეგებებოდნენ მეფეს და იორდანეზე გადმოეყვანათ. 16 შიმეი,+ ბენიამინელი გერას ვაჟი ბახურიმიდან, იუდას ხალხთან ერთად გაეშურა მეფე დავითის შესაგებებლად; 17 მას 1 000 ბენიამინელი ახლდა თან. მეფეს იორდანესთან მისვლა დაასწრო ციბამაც,+ საულის სახლეულობის მსახურმა, თავისი 15 ვაჟითა და 20 მსახურით. 18 გავიდა ის* ფონს, რომ გადმოეყვანა მეფის სახლეულობა და მეფის ყველა სურვილი შეესრულებინა. ის-ის იყო, მეფეს იორდანე უნდა გადაეკვეთა, რომ შიმეი, გერას ვაჟი, მის წინაშე პირქვე დაემხო 19 და უთხრა მეფეს: „დამნაშავედ ნუ მიმიჩნევს ჩემი ბატონი და ნუ გაიხსენებს თავისი მსახურის დანაშაულს, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა,+ როცა მეფე-ბატონი იერუსალიმიდან მოდიოდა; ნუ ჩაიდებს მეფე გულში წყენას, 20 რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შესცოდა; ამიტომაც დღეს პირველი მოვედი იოსების სახლიდან მეფე-ბატონთან შესაგებებლად“.

21 მაშინ აბიშაიმ,+ ცერუიას ვაჟმა,+ თქვა: „განა მოსაკლავი არ არის შიმეი იეჰოვას ცხებულის დაწყევლისთვის?!“+ 22 დავითმა მიუგო: „თქვენ რაღა გინდათ, ცერუიას ძეებო,+ რომ მეწინააღმდეგებით? განა შეიძლება დღეს ვინმეს მოკვლა ისრაელში, დღეს, როცა ისევ ისრაელის მეფე ვარ?!“ 23 უთხრა მეფემ შიმეის, არ მოკვდებიო, და ეს ფიცით აღუთქვა.+

24 საულის შვილიშვილი მეფიბოშეთიც+ ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად; მას არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუკრეჭია და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე. 25 როცა იერუსალიმში* ჩავიდა მეფესთან შესაგებებლად, ჰკითხა მას მეფემ: „მეფიბოშეთ, რატომ არ წამომყევი?“ 26 მან მიუგო: „მეფე-ბატონო, შენც იცი, რომ კოჭლია შენი მსახური,+ ამიტომ ვთქვი, შემიკაზმეთ ვირი, შევჯდები და მეფეს გავყვები-მეთქი. მაგრამ მომატყუა ჩემმა მსახურმა+ 27 და ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე,+ მაგრამ მეფე-ბატონი ღვთის ანგელოზივითაა; როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. 28 მამაჩემის მთელი სახლეულობა ღირსი იყო, რომ მეფე-ბატონს სასიკვდილოდ გაეწირა, შენ კი შენი მსახური შენს სუფრასთან დასვი.+ და, რაღა მაქვს მეფესთან დასაჩივლი?!“

29 მიუგო მას მეფემ: „ნუღარ მელაპარაკები, რადგან უკვე გადავწყვიტე, რომ შენ და ციბა გაიყოფთ მიწებს!“+ 30 მაშინ მეფიბოშეთმა მეფეს უთხრა: „რაკიღა მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში, ყველაფერი ციბასი იყოს!“

31 ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი,+ რომ მეფეს შეხვედროდა და იორდანემდე მიეცილებინა. 32 ღრმად მოხუცი იყო ბარზილაი, 80 წლისა; საკვებით ამარაგებდა მეფეს მახანაიმში,+ რადგან ძალიან მდიდარი კაცი იყო. 33 უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და იერუსალიმში ჩემს სუფრასთან დაგსვამ“.+ 34 მიუგო მეფეს ბარზილაიმ: „განა კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე?! 35 უკვე 80 წლის ვარ.+ განა კიდევ გაარჩევს ავსა და კარგს შენი მსახური ან შეიგრძნობს საჭმელ-სასმლის გემოს?! განა ისევ დამატკბობს მომღერალი ქალ-ვაჟების მოსმენა?!+ რატომ უნდა დააწვეს ტვირთად შენი მსახური მეფე-ბატონს?! 36 ჩემთვის ისიც კმარა, რომ მე, შენმა მსახურმა, იორდანემდე მოგაცილე, მეფეო. რატომ უნდა მიყოს მეფემ ამხელა წყალობა?! 37 გთხოვ, უკან გაუშვი შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში მოვკვდე, იქ, სადაც ჩემი დედ-მამის სამარხია.+ აი შენი მსახური ქიმჰამი,+ ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და მას უყოს მეფემ ის სიკეთე, რისი გაკეთებაც სწადია“.

38 უთხრა მას მეფემ: „ქიმჰამი გადმომყვეს, და ისე მოვექცევი, როგორც გეამება; ყველა სათხოვარს შეგისრულებ“. 39 დაიწყო ხალხმა იორდანეზე გადასვლა. როცა მეფეც გადავიდა, აკოცა მან ბარზილაის+ და დალოცა, რის შემდეგაც ბარზილაი შინ დაბრუნდა. 40 მეფე გილგალისკენ+ გაემართა, თან გაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ნახევარი ისრაელი თან ახლდა მეფეს.+

41 მივიდნენ მეფესთან დანარჩენი ისრაელები და უთხრეს: „რატომ წამოგიყვანეს მალულად ჩვენმა იუდეველმა მოძმეებმა და გადმოგიყვანეს შენ, შენი სახლეულობა და შენი ხალხი იორდანეზე?“+ 42 მიუგეს იუდეველებმა ისრაელებს: „იმიტომ, რომ ჩვენიანია მეფე;+ რატომ ბრაზობთ ამაზე? რა, მეფის კმაყოფაზე ვიყავით თუ ძღვენი გვიბოძა მეფემ?!“

43 მიუგეს ისრაელებმა იუდეველებს: „ჩვენ ათი წილი გვაქვს სამეფოში და მეფე ჩვენი უფროა, ვიდრე თქვენი! რატომ დაგვამცირეთ? ჩვენ რატომ არ უნდა დაგვებრუნებინა მეფე პირველებს?!“ თუმცა ისრაელებთან დავაში იუდეველებმა გაიმარჯვეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება